Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სავახშმოდ წამიყვანა...“ – ვის დასწყვიტა გული ანუკი არეშიძემ კახა კალაძეზე დაქორწინებით

© Facebook / Kakha Kaladzeანუკი არეშიძე კახა კალაძე
ანუკი არეშიძე კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანუკი არეშიძე კახა კალაძესთან შეხვედრას იხსენებს და იმ ქალებზე საუბრობს, ვისაც ფეხბურთელის ცხოვრებაში საკუთარი გამოჩენით გული დასწყვიტა.

კახა კალაძე ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
„ჩემი გულის დედოფალო...“ – კახა კალაძე ანუკი არეშიძეს დაბადების დღეს ულოცავს
დიზაინერი ანუკი არეშიძე ამბობს, რომ როდესაც თბილისის დღევანდელი მერი კახა კალაძე გაიცნო, რომელიც მაშინ „მილანის“ ფეხბურთელი იყო, სხვა ქალებთან კონკურენციის მომენტი არ ჰქონია.

ანუკი არეშიძე ამ ფაქტს მის მცირე ასაკს აბრალებს, რადგან 18 წლის იყო და ეჭვიანობაზე არ ფიქრობდა. 

„პირველად რომ წამიყვანა კიევში სავახშმოდ, მაშინ მივხვდი, რომ საოცარ ყურადღებაში მოექცა იმის გამო, რომ ქალბატონთან ერთად იყო. ცოტა გულდაწყვეტილები იყვნენ ალბათ ქალები“, – იხსენებს ანუკი არეშიძე გადაცემა „სთორიში“.

წამყვანის კითხვაზე, დღეს უფრო ბედნიერია კახა, როცა პოლიტიკაშია, თუ მაშინ, როცა პოპულარული ფეხბურთელი იყო, დიზაინერი ამბობს, რომ ამის შეფასება გაუჭირდება, თუმცა ადრე ბევრად თავისუფლად ცხოვრობდნენ და მეტი დრო ჰქოდნათ ურთიერთობისთვის.

ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
„ვკითხულობ და ცრემლები მომდის“ – რამ აატირა ანუკი არეშიძე

„ახლა ძალიან დაღლილია. ხანდახან დღეები ისე გადის, შეიძლება ვერც ვნახოთ ერთმანეთი. ღამის დამხმარე ძიძა არ მყავს და ბავშვების რეჟიმზე მიწევს ცხოვრება, ამიტომ ადრე ვიძინებ“, – ამბობს დიზაინერი.

სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა ჯვარი 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გრემის ტაძარში დაიწერა. მათ ჯვრისწერამდე ორი ვაჟი მონათლეს.

ანუკის ჯვრისწერაზე საკუთარი ხელით შექმნილი ულამაზესი თეთრი კაბა ემოსა. კახას და ანუკის ოთხი შვილი ჰყავთ – ლევან, კახი, ვაჩე და ნიკოლა კალაძეები.

ყველა ახალი ამბავი
0