საპროტესტო აქცია რუთაველის გამზირზე

ლოცვები, შიმშილობა და სექს-უმცირესობები: თბილისი საპროტესტო ტალღამ მოიცვა

144
(განახლებულია 16:55 08.07.2019)
ამ დროისთვის თბილისის ცენტრში სამი სხვადასხვა აქცია მიმდინარეობს.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. რუსთაველის გამზირი ერთბაშად სამი საპროტესტო აქციის ეპიცენტრი გახდა: აქ მსჯელობენ ტელეკომპანია Rustavi 2-ზე, მოითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და გამოდიან სექს-უმცირესობების წინააღმდეგ, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.

გაბუნიას განცხადება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია - კომუნიკაციების ეროვნული კომისია>>>

პარლამენტის შენობასთან დილიდან ასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც ტელეკომპანია Rustavi 2-ის სკანდალური ეთერის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. 7 ივლისს ტელეკომპანიის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის" კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

მომიტინგეები გიორგი გაბუნიასგან და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორ ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ გვარამიამ და გაბუნიამ უნდა დატოვონ ტელეკომპანია და სასამართლოს წინაშე წარდგნენ.

Акция протеста в столице Грузии. Семнадцатый день
© Sputnik / Shota Nozadze
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე

ასეთი სკანდალის ფონზე ლგბტ-საზოგადოებამ „ღირსების მარშის" გამართვა გადაიტანა, რომელიც თბილისში ორშაბათს იყო დაგეგმილი. თუმცა ამან ხელი არ შეუშალა მათ მოწინააღმდეგეებს მასშტაბური კონტრაქციის გამართვაში. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი არიან არა მარტო მორალის მცველები, არამედ მღვდელმსახურები, რომლებმაც ლოცვა აღავლინეს, რომ საქართველოში მხოლოდ ტრადიციული ორიენტაციის ადამიანებმა იცხოვრონ.

Акция протеста против парада гордости
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე

ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეები უკან დახევას არ აპირებენ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს და არ მიიღებს სექს-უმცირესობების პროპაგანდის ამკრძალავ კანონს.

Акция протеста против парада гордости
© Sputnik / Shota Nozadze
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე

გარდა ამისა, მე-14 დღეა პარლამენტის შენობასთან კარვებია გაშლილი, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ. თავიდან პროტესტის უკიდურეს ფორმას დაახლოებით 10-მა ადამიანმა მიმართა, ამ დროისთვის კი მხოლოდ ორი დარჩა – დანარჩენებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტეს.

Палатки на акции протеста у здания парламента Грузии
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
რუსთაველის გამზირზე მე-14 დღეა კარვებია გაშლილი

საპროტესტო აქციები პარლამენტთან 20 ივნისს რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და საქართველოს პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ საქართველოს მთავრობას სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი, ხელისუფლებამ კი მომხდარს „პროტოკოლური შეცდომა" უწოდა.

 

144
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (368)