ქალი ჟურნალისტი არასოდეს იკადრებდა იმას, რაც გუშინ კაცმა ჟურნალისტმა იკადრა – მარი ნაკანი

© Photo: mari nakani / FBმარი ნაკანი
მარი ნაკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გაბუნიას ფოტოგრაფი მარი ნაკანი აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს უძღვნის.

ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია Rustavi 2-ის გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ ეთერში გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება: ექს-პრეზიდენტი პოსტს აქვეყნებს

ფოტოგრაფი თვლის, რომ იმას, რაც გაბუნიამ იკადრა, ქალი ჟურნალისტი არასდროს იკადრებდა. 

„ქალი თუ გადაწყვეტს, რომ იყოს ბიზნესმენი, ის იქნება კაცზე ათასჯერ უფრო ფრთხილი, ხარისხიანი და პატიოსანი. მაპატიეთ ამ სექსისტური პოსტისთვის, საყვარელო კაცებო, თქვენ, რა თქმა უნდა, საუკეთესოები და სუპერსაჭიროები ხართ“, – წერს მარი ნაკანი.

7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

პარლამენტის თავმჯდომარე გაბუნიას გამოსვლას საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციად აფასებს >>>

ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა.

ყველა ახალი ამბავი
0