„გავიგუდეთ“ - რუსთავში მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - ვიდეო

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development / FBრუსთავის მეტალურგიული ქარხნის საამქრო
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საამქრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის ორგანიზატორები მსგავს აქციებს მომავალშიც აანონსებენ

თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. რუსთავში ქარხანა „ჯეოსტილთან" (GeoSteel) საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აქციის მონაწილეები ჰაერის დაბინძურებასა და გარემოსთვის ზიანის მიყენებას აპროტესტებენ. აქციის მთავარი მოთხოვნა  გამონაბოლქვის შემცირებაა.

აქცია სამოქალაქო აქტივისტების და ახალგაზრდული ჯგუფ „გავიგუდეს“ ორგანიზებით ჩატარდა  და მასში ადგილობრივმა  მოსახლეობამაც მიიღო მონაწილეობა. აქციას შეუერთდა საინიციატივო ჯგუფი „რუსთავის სადარაჯოზე“.

„ჯეოსთილი“ არის პირველი საწარმო, საიდანაც ჩვენი პროტესტი დაიწყო. გამომდინარე იქიდან, რომ ეს საწარმო 700 ნაბიჯში არის პირველი დასახლებული პუნქტიდან, ამიტომ ავირჩიეთ ეს, შემდეგი იქნება მეტალურგია ან აზოტი. ჩვენი მოთხოვნაა ის, რომ საწარმოებში დააყენონ ფილტრები, და საწარმოო ზოლი გამოასწორონ, ასევე მიიღონ მონაწილეობა სოციალურ პროექტებში და მიხედონ ქალაქს. მაგრამ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს ფილტრების დაყენება", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ღუსთავის მერია  - Sputnik საქართველო
„გავიგუდე“: რუსთავში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

აქტივისტებმა სპეციალურად შექმნილი მაკეტი -  მინი ქარხანა საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე დადგეს და ის მოთხოვნები დაწერეს, რომელსაც ქარხნებს უყენებენ.

აქციის ორგანიზატორები მსგავს აქციებს მომავალშიც აანონსებენ.

ჯგუფის „გავიგუდეთ" წევრების ინიციატივით აქცია-პერფორმანსი გუშინაც ჩატარდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების - მყარი ნაწილაკების და აზოტის დიოქსიდის - მომატებული კონცენტრაციები ფიქსირდება თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში.

კალიების შემოსევა რუსთავში - სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება >>

უწყების მიერ 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რუსთავში ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია ნორმას არ აჭარბებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0