მიხეილ გიორგაძე

ვინ შეცვლის მიხეილ გიორგაძეს

124
(განახლებულია 13:41 07.07.2019)
განათლების მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ  დატოვა

 

თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. არანაირ კანდიდატზე  ჯერ არ მიდის საუბარი, პირველ რიგში გვინდა, რომ ხედვა ჩამოვაყალიბოთ, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების მინისტრის მოადგილის შესაძლო  კანდიდატურებთან დაკავშირებით. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა 5 ივლისს დატოვა.  როგორც გიორგაძემ განაცხადა, ის კერძო სექტორში გეგმავს დაბრუნებას.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კულტურის სფეროს ანსამბლ „ბასიანის“ დირექტორი გიორგი დონაძე ჩაიბარებს. აღნიშნული ინფორმაცია ბატიაშვილმა არ დაადასტურა.

განათლების მინისტრი გიორგაძის წასვლასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მისი გაშვება საპროტესტო აქციებზე კულტურის სფეროს წარმომადგენლების აქტიურობას არ უკავშირდება.

მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობას გასული წლის ზაფხულიდან იკავებდა.

124
თემები:
თბილისი დღეს (1309)