20 ივნისის მიტინგის დაშლა თბილისში

აქციის დაშლა თბილისში საზღვარგარეთ სამკურნალოდ კიდევ რამდენიმე ადამიანი გაემგზავრა

131
(განახლებულია 18:53 04.07.2019)
საავადმყოფოდან აქციის დაშლის დროს დაშავებული კიდევ ერთი პირი გაეწერა, ხოლო საზღვარგარეთ სამკურნალოდ შვიდი ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. 20-21 ივნისს აქციის დაშლის დროს დაშავებულთაგან საზღვარგარეთ სამკურნალოდ უკვე შვიდი მოქალაქეა წასული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

საპროტესტო ტალღა თბილისში, რომელიც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას მოჰყვა, 20 ივნისს, გვიან ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. არეულობების დროს დაშავდა 240 ადამიანი, დააკავეს 300-ზე მეტი.

ოთხშაბათის მონაცემებით, საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს სამი ადამიანი გადიოდა. ბოლო დრომდე რეგიონულ ჰოსპიტალში მყოფი სამიდან ერთი დაშავებული უკვე გაწერეს. ორი ინტენსიური თერაპიის პალატაში რჩება.

დაშავებულების საზღვარგარეთ მკურნალობას საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" აფინანსებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააარსა, იუწყება ტელეკომპანია Imedi თბილისი მერის კახა კალაძის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

131
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)