Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვკითხულობ და ცრემლები მომდის“ – რამ აატირა ანუკი არეშიძე

© Photo: Anouki Areshidze / FBანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიზაინერი და მოდელი ანუკი არეშიძე „ინსტაგრამზე“ გულის ამაჩუყებელ პოსტს აქვეყნებს.

ყველასთვის ცნობილი ქართველი მოდელი, დიზაინერი და ოთხი შვილის დედა ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელებშიც ისეთივე აქტიურია, როგორც რეალურ ცხოვრებაში. ამას Instagram-ზე 300 000 ხელმომწერიც მოწმობს. 1 ივლისს ანუკი 31 წლის გახდა. საკუთარ მაღაზიაში კი მეგობრებმა ტორტი დაახვედრეს, რომელსაც 21 სანთელი ამშვენებდა. მისი დაბადების დღე ნამდვილად შედგა. თბილისის მერმა და დიზაინერის მეუღლემ კახი კალაძემ მას თბილი პოსტი მიუძღვნა წარწერით: „ჩემი გულის დედოფალო, გილოცავ დაბადების დღეს!“

დღის ბოლოს ანუკი არეშიძემ ათი ათასობით ადამიანს გულის ამაჩუყებელი პოსტი მიუძღვნა და ფანებთან მასშტაბური შეხვედრა სექტემბერში დააანონსა. „ჩემი უდიდესი სურვილია ყველას შეგხვდეთ და ჩაგეხუტოთ. მიყვარხართ. პ.ს. სექტემბერში დავგეგმოთ ერთი დიდი შეხვედრა!“ – წერს დიზაინერი.
სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა ჯვარი 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გრემის ტაძარში დაიწერა. მათ ჯვრისწერამდე ორი ვაჟი მონათლეს.
ანუკის ჯვრისწერაზე საკუთარი ხელით შექმნილი ულამაზესი თეთრი კაბა ემოსა. კახას და ანუკის ოთხი შვილი ჰყავთ – ლევან, კახი, ვაჩე და ნიკოლა კალაძეები.




ყველა ახალი ამბავი
0