საპროტესტო აქციების მეექვსე დღე დასრულდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე მეექვსე დღეა, თბილისის ცენტრალურ გამზირზე მოძრაობა პარალიზებულია

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. მორიგი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დასრულდა.

აქციები 20 ივნისიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საზოგადოებამ თბილისში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე ჩამოსვლა გააპროტესტა. 20–21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 – პოლიციელია.

შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
ვინ ესროლა ბოთლი შალვა ნათელაშვილს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე

აქციის მონაწილეები ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. მანამდე შესრულდა პროტესტანტების მოთხოვნები: გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

პარლამენტის შენობასთან პროტესტს დღეს ორი ათასამდე ადამიანი გამოთქვამდა. შეკრებილებს სიტყვით პოლიტიკურმა ლიდერებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა მიმართეს, მათ შორის იყვნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი და სხვა.

მარგველაშვილი: კობახიძე – „ეტა რაზ", გახარია – „ეტა დვა"!>>

აქციაზე სახალხოდ გამოაცხადეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ტელეფონის ნომერი, რის შემდეგაც მას, როგორც აქციაზე ითქვა, ათასობით შეტყობინება გაუგზავნეს ტექსტით „წადი“.

დღეს საღამოს აქციაზე ინციდენტიც მოხდა – ცუდად გახდა ერთ–ერთი მოშიმშილე. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ყველა ახალი ამბავი
0