სახალხო არტისტი სანდრო მრევლიშვილი გარდაიცვალა

© photo: TV Pirveli / FBრეჟისორი სანდრო მრევლიშვილი
რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრევლიშვილმა 1995 წელს დააარსა თეატრი „ძველი სახლი“- პირველი დამოუკიდებელი თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში

 

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. 78 წლის ასაკში ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი სანდრო მრევლიშვილი გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მის სახელს უკავშირდება ახალგაზრდული თეატრ-სტუდია „მეტეხის თეატრის“ დაფუძნება, რომელსაც 2007 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1995 წელს დააარსა თეატრი „ძველი სახლი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში.

2004 წელს სანდრო მრევლიშვილის ინიციატივით და მისი პროექტის მიხედვით აშენდა თეატრი „გლობუსი“, 2014 წელს კი დააარსა თეატრი „რუსთაველის 19“, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა.

სანდრო მრევლიშვილი თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი და არაერთი წიგნის ავტორი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0