წალენჯიხაში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა

CC0 / Pixabay / მეხი
მეხი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭექა-ქუხილის დროს მთავარი საშიშროება მეხის დაცემაა.

დუშეთი - Sputnik საქართველო
კინაღამ ბავშვი დაიხრჩო, მეხვეწებოდა, დედა გადამარჩინეო - სტიქია ლემშვენიერაში
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. გუშინ, გვიან ღამით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ცანავების საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა, იუწყება „პირველი არხი“.

ჭექა-ქუხილის დროს ოჯახის წევრები პირველ სართულზე იმყოფებოდნენ. მეხის დაცემის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლი.

კომისია უკვე სწავლობს ცანავების სახლში არსებულ მდგომარეობას და დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

ყველა ახალი ამბავი
0