აჭარის სრული გაზიფიცირება 2020 წელს დასრულდება

© photo: Sputnikგაზგამანაწილებელი სადგური
გაზგამანაწილებელი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბუნებრივ აირს აჭარის ოთხი რაიონის 23 სოფლის მოსახლეობას გაუყვანენ.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. მომავალ წელს აჭარის სრული გაზიფიცირება უნდა დასრულდეს, განაცხადა რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქედასა და ხელვაჩაურში ვიზიტის დროს, სადაც ბუნებრივი აირის მიწოდების სამუშაოები დაიწყო, იუწყება პირველი არხი.

მთელი საქართველოს გაზიფიკაცია ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2019-2022 წლებში ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფილი უნდა იყოს 217 დასახლებული პუნქტი. ბუნებრივი გაზის მომხმარებელი ქვეყანაში სულ 1,2 მილიონზე მეტი აბონენტი გახდება. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის გაზიფიცირების დონე 85%-ს მიაღწევს. სამუშაოების ჩატარებაში ინვესტიციები 210 მილიონ ლარს შეადგენს.

გაზქურა - Sputnik საქართველო
2022 წლამდე ბუნებრივ აირს საქართველოს 217 დასახლებულ პუნქტში გაიყვანენ

„ჩვენი გეგმის შესაბამისად, შემდეგი წლის განმავლობაში სრულად უნდა დავასრულოთ აჭარის გაზიფიცირება. ეს ნიშნავს ძლიერ ოჯახებს და იმას, რომ კიდევ უფრო მეტად მოვუფრთხილდებით ტყეს და ეკონომიკაც და ტურიზმიც კიდევ უფრო მეტად განვითარდება რეგიონში", – განაცხადა რიჟვაძემ.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ საპროექტო სამუშაოებს აჭარის რეგიონის ოთხი მუნიციპალიტეტის 23 სოფელში ახორციელებს.

„აჭარის 202 სოფელში დაგეგმილია წინასაპროექტო მოკვლევის ჩატარება. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ჯამური ღირებულება 692 000 ლარია", – იუწყება პირველი არხი.

პროექტირების სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო პროცედურები. ამის შემდეგ ბუნებრივი აირის მოხმარებას ოთხი ათასამდე აბონენტი შეძლებს.

„ქართული ბიზნესისთვის კონკურენცია მოტივატორია" – თურნავა „გაზპრომთან" შეთანხმებაზე>>

ამჟამად საქართველოში როგორც ბუნებრივი აირის, ისე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ძირითადი მომწოდებელი არის კომპანია SOCAR-ი. კომპანიის შვილობილი კომპანიები ქვეყანაში ახორციელებენ გაზგამანაწილებელი სისტემების გაფართოებას და მოდერნიზაციას, SOCAR-ის ბრენდის ქვეშ ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას, ასევე ყულევის პორტში ფლობენ ნავთობის ტერმინალს, საიდანაც მსოფლიო ბაზრებზე აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა ხდება.

SOCAR Georgia Gas-მა 2008 წლიდან საქართველოში 290 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და 250 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოხდინა. SOCAR-ი საქართველოს მასშტაბით 590 ათას აბონენტს ემსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0