14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

CC0 / Pixabay / ეტლი
ეტლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამოქალაქო სექტორი სახელმწიფოს შშმ პირებისადმი ვალდებულებებს ახსენებს.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა – სწორედ ამ დღეს სამოქალაქო სექტორი სახელმწიფოს საკუთარ ვალდებულებებს ახსენებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შშმ პირები - Sputnik საქართველო
საქართველოში შშმ პირებისადმი მიდგომა ინდივიდუალური იქნება

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ წერილს აქვეყნებს, სადაც ვითარების გასაუმჯობესებლად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებია გაკრიტიკებული.

სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას შშმ პირთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი რეალური ჩართულობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი კოტე ერისთავი აცხადებს, რომ დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი შეხსენება საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის, რომ შშმ ადამიანები არსებობენ, რომ ამ ადამიანებს, მიუხედავად სტიგმისა, აქვთ უნარი, რომ იყვნენ მონაწილეები სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების, მაგრამ ამის შესაძლებლობა მათ არ ეძლევათ, რადგან სახელმწიფოს პოლიტიკა არის არაეფექტური, არასამართლიანი და არასისტემური.

ყველა ახალი ამბავი
0