შტორმი შავ ზღვაში. ბათუმი

რატომ იხრჩობიან დამსვენებლები? დასახელდა ტრაგიკული შემთხვევების ძირითადი მიზეზები

113
(განახლებულია 21:04 12.06.2019)
მაშველები დამსვენებლებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებენ.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. დაუდევრობა და მთვრალ მდგომარეობაში ცურვა – საქართველოს წყალსატევებში ტრაგიკული შემთხვევების ძირითადი მიზეზებია, განაცხადა თბილისის წყალზე სამაშველო სამუშაოების სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოდარ ჭუმბურიძემ პრესკონფერენციაზე ოთხშაბათს.

ბათუმში 18 წლის ბიჭი გადაარჩინეს>>

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დამსვენებლებს მოუწოდა, მკაცრად დაიცვან მაშველების რეკომენდაციები.

ფაქტია, რომ მოქალაქეების დაუდევრობის გამო დგება ფატალური შედეგები, განაცხადა ჭუმბურიძემ. მოქალაქეები, ძირითადად, მაშველების მითითებებს არ ასრულებენ და მდინარეებში, ტბებსა თუ ზღვაში მთვრალ მდგომარეობაში შედიან. მისი თქმით, ისინი მათ არ უსმენენ და წყალში აკრძალულ ტერიტორიებზე შედიან, სადაც არაა გამოყოფილი საცურაო ზონა.

ამას გარდა, მოქალაქეები ზღვაში ისეთი საცურაო საშუალებებით შედიან, რომლებიც საშიშია და საჭიროების შემთხვევაში მათ ვერ იცავს.

გასაბერი ნავი, გასაბერი მატრასი მაღალი ტემპერატურისას მწყობრიდან გამოდის. ადამიანები არ უნდა შევიდნენ წყალში იმ ტერიტორიაზე, სადაც არ შეიძლება ცურვა და სარისკოა, მაგრამ ისინი მაინც შედიან, განაცხადა ჭუმბურიძემ.

მან აღნიშნა, რომ სამაშველო ბრიგადები საქართველოს ყველა საკურორტო საცურაო ზონაში მორიგეობენ. რაც შეეხება თბილისს, აქ მაშველები მობილიზებული არიან „თბილისის ზღვაზე", კუს ტბაზე, ლისის ტბაზე, ასევე მტკვარზე.

გასულ წელს საქართველოს წყალსატევებში 51 ადამიანი დაიხრჩო. ამასთან, ზაფხულის პერიოდში მაშველებმა სიკვდილისგან 316 ადამიანი იხსნეს. აქედან 240 კინაღამ დაიხრჩო ზღვაში, 49 – ტბაში და 24 – მდინარეში.

113