Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვინ არის ქართველი დიზაინერი კაცი, რომელიც კლუბებში ქალად გადაცმული დადის

© Photo: Ramaz Shamanauri / FBრამაზ შამანაური
რამაზ შამანაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი დიზაინერი ხშირად ჩნდება ბომონდურ წვეულებებზე.

ყველასთვის ცნობილი ქართველი დიზაინერი რამაზო რომა, რომელსაც მიაჩნია, რომ პოპულარობა ჯერ კი­დევ 90-იანი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში, 12 წლის ასაკში და­ა­ტყდა თავს, ხშირად ჩნდება ბომონდურ წვეულებებზე. განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელშიც.

პარიზი - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერების რეკორდი პარიზის მოდის კვირეულზე: გაყიდულია ორი მილიონის სამოსი

მისი „ინსტაგრამის“ გვერდი ყოველთვის იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, განსაკუთრებით კი „სთორები“, სადაც დიზაინერი დროდადრო თაყვანისმცემლების მიერ მოწერილ წერილებს ასაჯაროებს. საგულისხმო ისაა, რომ თაყვანისმემლები მას, როგორც „მადლენას“ ისე მოიხსენიებენ. დიზაინერი ხშირად იცვამს ქალის ტანსაცმელს და განსაკუთრებით უცხოეთის კლუბებში უყვარს ასეთ ფორმაში სიარული.

ეს მისი ერთგვარი სტილია, ამიტომ მის გარდერობში ბოლო პერიოდში ხშირად ჩანს ქალის ტანსაცმელიც, რომელსაც სხვა დიზაინერები სპეციალურად „მადლენასთვის“ ქმნიან.

ის ყოველთვის უც­ნა­უ­რი ჩაც­მუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­მაზ შა­მა­ნა­უ­რი იყო, თა­ვი­სი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ჯგუ­ფი ჰყავ­და და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის სა­კონ­ცერ­ტო ნომ­რებს აფორ­მებ­და. წლე­ბის წინ ბა­ქო­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და დი­ზა­ი­ნე­რი რა­მა­ზო რომა გახ­და.

მისი კარიერა 1994 წლიდან იწყება, როცა თბილისში „ავანგარდული მოდის ასამბლეა“ ჩატარდა. რამაზო რომა ამ ღონისძიებაზე ქორეოგრაფად მიიწვიეს. პროფესიით მოცეკვავეა. ჰყავდა ჯგუფი "ექსტაზი", რომელთან ერთადაც არაერთ ღონისძიებაში მიუღია მონაწილეობა.

აზერბაიჯანში ქართული კულტურის დღეებზე მოხვდა. მის მიერ დადგმული შოუ ერთ მომღერალ ქალბატონს ისე მოეწონა, რომ მასთან მუშაობა და აზერბაიჯანში დარჩენა შესთავაზა. ისიც დარჩა. მისი სახელი და წარმატება აზერბაიჯანს უფრო უკავშირდება, თუმცა საქართველო ძალიან უყვარს.

მისი გემოვნებით შერჩეული კოსტიუმები ეცვათ... ასე, ნელ-ნელა სტილზე ფიქრიც დაიწყო. სტილზე მუშაობას 3-4 წელი დასჭირდა. სწორედ იმ პერიოდში აზერბაიჯანში კონკურსი „ბესტ მოდელი“ გაიმართა, სადაც რამაზო მიიწვიეს, როგორც ქორეოგრაფი.

კონკურსზე მოწვეული იყო ამ საერთაშორისო კონკურსის პრეზიდენტი ერქან ოზერმანი. ერთმანეთი იქ გაიცნეს. რამაზოს ქორეოგრაფიამ დიდი მოწონება დაიმსახურა და კონკურსის პრეზიდენტმა იგი სტამბულში დაპატიჟა. სწორედ იქ დაიწყო დიზაინერობაზე ფიქრი. სტამბულში საკუთარი მოდის სახლიც გახსნა. კოლექციის ჩვენებას ხშირად აწყობს.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ქარ­თუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მე­ბი რა­მა­ზო რო­მას და­კა­ვე­ბის ფაქ­ტით იწყე­ბო­და. ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი თურ­ქეთ­ში და­ა­კა­ვეს. ბრალ­დე­ბა მძი­მე გახ­ლდათ – ტრე­ფი­კინგსა და ყალ­ბი პას­პორ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, თუმცა ბრალი არ დაუმტკიცდა, ციხე რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ტო­ვა და პირ­და­პირ სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. 

რამაზო რომამ თავისი სტილი დაამკვიდრა. ერთ-ერთ გამოცემასთან იხსენებს, რომ არავის ემორჩილებოდა – ერთხელ სამხატვრო აკადემიიდან ნატურა კლუბთან დააყენა დეკორაციასავით შიშველი და ყელზე სვაროვსკის თვლებით გაფორმებული ყელსაბამი გაუკეთა.

„ეს ხდებოდა 1995 წელს. ახლაც სკანდალური იქნებოდა მსგავსი აქცია. მერე ყველა გზა მომიჭრეს, შემოქმედებითი აქტიურობის პრობლემა დადგა და მაშინ მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი“, – იხსენებს რამაზო.

ამბობს, რომ კომუნიკაბელური ადამიანია და მასთან ურთიერთობა იოლია. აქვს საოცარი თვისება – წინააღმდეგობების მიუხედავად, ყოველთვის ბედნიერ ადამიანად მიაჩნია თავი.

ყველა ახალი ამბავი
0