ახალი შანსი კანადაში მუშაობისა და ცხოვრების მსურველებისთვის – ყველაფერი ერთ სტატიაში

CC0 / Pixabay / კანადის დროშა
კანადის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ ინფორმაციას მათ, ვისაც კანადაში საცხოვრებლად წასვლა სურს.

კანადის სახელმწიფო საემიგრაციო დეპარტამენტი 2019 წლიდან მომდევნო სამი წლის მანძილზე მიიღებს გაზრდილი რაოდენობის ემიგრანტებს (1 მილიონზე მეტ უცხო ქვეყნის მოქალაქეზეა საუბარი) და მიანიჭებს ემიგრანტის სტატუსს, რაც გულისხმობს კანადაში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლებას.

შენგენის ვიზა - Sputnik საქართველო
აშშ-ის ვიზის მისაღებად სოციალური ქსელის აკაუნტის წარდგენა გახდა საჭირო

კანადამ 2017 წელს 286 ათასზე მეტი მუდმივი მცხოვრები დაიმატა, 2019 წელს ეს რიცხვი, შესაძლოა, 350 ათასამდე გაიზარდოს. კანადის ხელისუფლების გეგმის თანახმად, 2020 წელს მუდმივი მოქალაქეობა შეიძლება 360 ათას, 2021 წელს კი 370 ათას იმიგრანტს მიენიჭოს.

დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ტაილანდის ვიზას საზღვარზე აიღებენ >>>

ეს ინფორმაცია ფართოდ გავრცელდა ქართულ მედიასივრცეში, რამაც გამოიწვია გაურკვევლობა და აზრთა სხვადასხვაობა. კანადის ეს საიმიგრაციო პროგრამა 2015 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ და მონაწილეობა მიიღონ საიმიგრაციო პროგრამაში. თუმცა, ახალი რეგულაციების მიუხედავად, კანადის საკონსულოს ოფიციალური განცხადებით, საიმიგრაციო მოთხოვნები არ შეცვლილა და არ გამარტივებულა.

ქართული ბიომეტრიული პასპორტი - Sputnik საქართველო
ქართული პასპორტი გაძლიერდა – რამდენმა ქვეყანამ გახსნა ჩვენთვის კარი ვიზის გარეშე

იმისათვის, რომ პიროვნებამ განაცხადი გააკეთოს და მონაწილოება მიიღოს საიმიგრაციო პროგრამაში, კვლავ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა დასაკმაყოფილებელი, მათ შორის არის ენის ცოდნის დონე და შესაბამისი სერტიფიკატი (ILTS), ასევე სამუშაო გამოცდილების სტაჟი და პროფესია. პროგრამა რამდენიმე ეტაპად იყოფა და პროცედურა რამდენიმე თვე და, ზოგიერთ შემთხვევაში, წელიწადზე მეტ ხანს შეიძლება გაგრძელდეს.

ცოტა ხნის წინ კანადის მთავრობამ იმიგრაციის ხუთწლიანი საპილოტე პროგრამა წარადგინა. აღნიშნული გეგმის თანახმად, ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით კანადის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში, ასევე სასოფლო დასახლებებში ემიგრანტებს მიიღებენ.

საქართველოს მოქალაქეებს საკრუიზო გემებზე დასაქმებაში დაეხმარებიან >>>

გეგმა ხელს შეუწყობს და გაამარტივებს მუდმივი ბინადრობის მოწმობის გაცემას ისეთ ემიგრანტებზე, რომლებიც თავისი საქმის კარგი სპეციალისტები არიან.

კერძოდ, ემიგრანტების მოზიდვა იგეგმება შემდეგ პროვინციებსა და ტერიტორიებზე: ონტარიო, მანიტობა, სასკაჩევანი, ალბერტა, ბრიტანული კოლუმბია, იუკონი, ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიები, ნუნავატი.

ჩამოთვლილ პროვინციებში არსებულ თითოეულ თემში 3000-მდე ემიგრანტის მიღება იგეგმება, ან 100 ემიგრანტის, რომელთაც თავიანთი ოჯახის წევრებიც ახლავთ.

სამუშაო ასაკის ემიგრანტების მოზიდვით კანადა ცდილობს აღნიშნულ რეგიონებში ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესოს და სამუშაო ბაზარი გაამრავალფეროვნოს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კანადაში სამუშაოდ წასვლის მსურველებს შეუძლიათ შეავსონ სპეციალური ფორმა კანადის სავიზო საიტზე.

უცხოეთში დასაქმებულ ქართველებზე გათვლილი ციფრებს აცდენილი რეალობა >>>

გვთავაზობს რამდენიმე რჩევას, რომლებიც კანადის მოქალაქეობის მიღებაში დაგვეხმარება.

1. აუცილებლად უნდა იყოთ სრულწლოვანი, 18 წლის ასაკის. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სრულწლოვანი არ ხართ, მაშინ არსებობს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც თქვენმა მშობელმა ან მეურვემ უნდა შეავსოს, რათა კანადის მუდმივი მოქალაქე გახდეთ.

ქეთი თომეიშვილი - Sputnik საქართველო
„სოფელში ვინც ადრე გიჟად მთვლიდა, ახლა დასაქმებას მთხოვს“: ემიგრანტი ქალის ისტორია

2. კანადას იმიგრანტებისთვის სპეციალური დასაქმების სისტემა აქვს. როდესაც ქვეყანაში ჩადიხართ, ამოწმებენ თქვენს უნარებს, შემდეგ კი შესაფერის პოზიციას გთავაზობენ. სწრაფი დასაქმების პროგრამაში ჩართვის შემდეგ სპეციალურ ქულებს აგროვებთ, შემდეგ კი სხვა აპლიკანტებთან ერთად იმ სიაში შეგიყვანენ, რომლის მიხედვითაც უნარ-ჩვევების რეიტინგებს ადგენენ.

3. ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ შეგიძლიათ სურვილისამებრ აირჩიოთ საცხოვრებელი ადგილი. ოჯახისგან მიიღოთ საცხოვრებლით დახმარება ან კვებეკში წახვიდეთ, სადაც იმიგრანტებს შესაბამისი საცხოვრებელი ფართით აკმაყოფილებენ.

სად შეიძლება დასაქმდეს გერმანიაში ჩასული საქართველოს მოქალაქე >>>

4. იმ შემთხვევაში, თუ კანადის მოქალაქეობის მიღებაზე თანხმობა მიიღეთ, ამ სახელმწიფოში დარჩენის მიზეზები უნდა დაასაბუთოთ. კანადის მთავრობა მუდმივი მაცხოვრებლის სახით თავდაპირველად 2-დან 5 წლამდე დარჩენის უფლებას მოგცემთ, მაგრამ ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდ დროს თუ გაატარებთ, მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსს დაკარგავთ.

5. ქვეყნის მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსი თუ მიიღეთ, ეს ავტომატურად მოქალაქეობის მიღებას არ ნიშნავს, რადგან მის მისაღებად კანადაში ჩასვლის 6 წლიდან ბოლო 1 460 დღე (3 წელი) საზღვრების დატოვების გარეშე უნდა გაატაროთ.

6. აპლიკაციის შევსებისას გადასახადების გადახდის 4 წლის მონაცემები უნდა წარმოადგინოთ. ასევე თქვენი შრომის ანაზღაურება და შესაბამისი კომპანიის დასახელებაც, რათა შეამოწმონ, რეალურად არსებობს თუ არა თქვენი სამუშაო დაწესებულება.

7. აუცილებელია ინგლისურად ან ფრანგულად საუბრობდეთ, რადგან ქვეყანაში ეს ორი სალაპარაკო ენაა. კანადაში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად მხოლოდ ერთი მათგანი გესაჭიროებათ. აღნიშნული ენების ძალიან კარგად ცოდნა არ მოგეთხოვებათ.

ბერლინი - Sputnik საქართველო
ლეგალური დასაქმება უცხოეთში: რაში დაეხმარება საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს

8. კარგი იქნება, თუ კანადის ისტორიას გადაავლებთ თვალს, რადგან აპლიკაციის შევსებისას ქვეყნის შესახებ შეკითხვები შეგხვდებათ, რომლებიც ღირებულებებს, ინსტიტუციებსა და სიმბოლოებს მოიცავს. ტესტს მხოლოდ იმ შემთხვევაში ავსებთ, თუ 16-დან 64 წლამდე ხართ. შეკითხვებს არა მხოლოდ აპლიკაციაში, არამედ საელჩოში ან შესაბამის ადმინისტრაციაშიც დაგისვამენ. ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოძიება ამ ლინკზე შეიძლება: Discover Canada: The Rights and Responsibilities of Citizenship.

9. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც, შეიძლება, კანადის მოქალაქეობაზე უარი გითხრან. მაგალითად, ხელისუფლება აუცილებლად იძიებს, ბოლო 4 წლის განმავლობაში კრიმინალური ქმედებები ხომ არ "გახასიათებდათ".

10. სანამ კანადის მოქალაქეობის მიღებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ქვეყანაში მუდმივად ცივა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთის კოლუმბიის სანაპიროსთან ახლოს იცხოვრებთ, გაზაფხული თებერვალში დაიწყება და მაქსიმალური ტემპერატურა 18ºC-მდე ავა.

ყველა ახალი ამბავი
0