„მე ეს შევძელი“ – ვინ არის ქართველი გოგო, რომელმაც საკუთარი მშობიარობა გადაიღო

CC0 / Pixabay / მშობიარობა
მშობიარობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ფოტოგრაფმა საკუთარი მშობიარობა ფირზე აღბეჭდა.

ჩაჩავას კლინიკა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც აღბეჭდილია მშობიარე ქალი, რომელიც საკუთარ მშობიარობას იღებდა.

ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც საკუთარი მშობიარობის ფირზე აღბეჭდვა გადაწყვიტა, მარიამ ჭილაიაა. გოგონამ 13 მაისს იმშობიარა და ვრცელი პოსტი დაწერა.

გოგონა წერდა, რომ ყველა მშობლის ცხოვრებაში შვილის შობა, მისი პირველი სუნთქვა ყველაზე დასამახსოვრებელი და ბედნიერი მომენტია. ამიტომ ძალიან უნდოდა საკუთარი მშობიარობა ფოტოებზე აღბეჭდილიყო, როგორც საოცარი მომენტი და ყველაზე ემოციური პირველი შეხვედრა.

„გადავწყვიტე ფოტოები თავად გადამეღო, თუმცა არ ვიცოდი პრაქტიკულად რამდენად შევძლებდი, ამიტომ ექიმებისგან თანხმობა ვითხოვე აპარატი მაინც თან მქონოდა.
მშობიარობა გამთენიისას დამეწყო“, – წერს ფოტოგრაფი.

პატარა ბავშვის ფეხები - Sputnik საქართველო
როგორ ირჩევს სული მომავალ მშობლებს: ბავშვი აუცილებლად გეყოლებათ, თუ...

მისი თქმით, კლინიკაში წასვლის წინ პირველი ნივთი, რომელიც ხელში აიღო, ფოტოაპარატი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ყველა გაფრთხილებული იყო და ყველამ იცოდა, რომ ფოტოგრაფი მშობიარობდა, ექიმები მაინც გაოცებული უყურებდნენ მშობიარეს კამერით ხელში.

„ფოტოების გადაღებამ მეტი ძალა მომცა და დამეხმარა პოზიტიური გარემოს შექმნაში. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. მე ეს შევძელი. ეს იყო ყველაზე ღირებული ფოტოსესია და ყველაზე სასიამოვნო ბრძოლა ჩემ ცხოვრებაში“, – წერს გოგონა. 

ფოტოპროექტი ერთგვარი თანადგომაა იმ ქალების მიმართ, რომლებსაც ფიზიოლოგიური მშობიარობის ეშინიათ ან რიგი მიზეზების გამო უარს ამბობენ. ნახეთ 38 ფოტოსურათით ნაჩვენები ძალიან ემოციური კადრები.

ყველა ახალი ამბავი
0