საბავშვო ბაღში

დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

116
(განახლებულია 15:50 12.06.2019)
თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია ორ ეტაპად ჩატარდება.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვების რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყება, აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეგისტრაცია ელექტრონული ფორმატით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე (kids.org.ge) განხორციელდება. ვებ-გვერდზე სარეგისტრაციო ფორმა 12:00 საათზე დაიდება.

მშობლების საყურადღებოდ! თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო>>

აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად წარიმართება.

პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით; ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. მეორე ეტაპზე ელექტრონულად რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.

სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლას ყველა ის ბავშვი შეძლებს, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის.

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა წელს 15 ათასს აღწევს.

წელს საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება 4 ახლად აშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

თბილისში 180 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც წელს 61 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული.

116
ეკა ხოფერია

„ჩემი სიხარულის კივილს ისმენდა მთელი სამეზობლო...“- რა მოხდა ჟურნალისტის დაბადების დღემდე?

132
(განახლებულია 14:51 10.07.2020)
ჟურნალ „სითის“ რედაქტორი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში დაუჯერებელ ისტორიას ყვება. ნახეთ რა შეემთხვა ჟურნალისტს

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ჟურნალისტი ეკა ხოფერია გუშინ 48 წლის გახდა. სოციალურ ქსელში ჟურნალისტი სახალისო ისტორიას აზიარებს. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ეგონა, რომ 49 წლის ხდებოდა.

„ჩემი სიხარულის კივილს ისმენდა მთელი სამეზობლო, ალბათ. რა მაგარია, 48 წლის ვხდები თურმე! ( ციფრებთან ვერ ვარ კარგად), ამ ამბავს ყველას ისე ვუყვები, როგორც საოცრებას. თითქოს ვიღაცამ მაჩუქა ეს წელი“, - წერს ეკა ხოფერია.

პოპულარული ტელეწამყვანი პირველად საკმაოდ პატარა ასაკში დაოჯახდა. მისი თამამი ნაბიჯი უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული. პარალელურად ეკა ხოფერია „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტი იყო და პროფესიულ გამოწვევებს სირთულეების გარეშე უმკლავდებოდა. გამოწვევებთან ერთად  ეკა ახალ მწვერვალებს იპყრობდა. ტელეწამყვანი მეორედ ექიმ მიშა ხუჯაძეზე წლების წინ დაქორწინდა და ისინი საფრანგეთში ცხოვრობდნენ. ეკა იხსენებს, რომ ანანოს მამინაცვლის მიმართ ეჭვიანობა გაუჩნდა, მაგრამ მიშას გულწრფელობამ და სიკეთემ ყველაფერი შეცვალა. ახლა გოგონა და დედის ახალი რჩეული მეგობრები არიან.

View this post on Instagram

ჩქიმ ზუგდიდი❤️

A post shared by Eka Khoperia (@ekakhoperiacity) on

მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა გამორჩეულმა ჟურნალისტმა ტელეკომპანია „იმედში“ ბოლო სამსახური დატოვა, მისი ცხოვრება ახალი გამოწვევების ფონზე განვითარდა. ტელევიზიის გამოჩენილი სახე ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ეკამ ჟურნალის შეფ-რედაქტორობას მოჰკიდა ხელი. მან ჟურნალი „სითი“ დააფუძნა, რომელიც 9 წელია ბაზარზე დიდი წარმატებით სარგებლობს. მორიგი უახლესი სურათი ჟურნალ „სითის“ ახალ ნომერში მოხვდება. ეკა ხოფერია უმცროს ვაჟებთან ერთად პოზირებს. ჟურნალი ფაქტობრივად მის მეოთხე შვილად იქცა. პატარა „ხუჯიკებზე“ ფეხმძიმობის დროს გაჩენილმა იდეამ ძალიან მალე იპოვა საკუთარი ადგილი ქართულ ბაზარზე.

View this post on Instagram

Me and my khujiks ) for @citymagazineofficial @kidsgallery.ge photo @anna_kostomarova

A post shared by Eka Khoperia (@ekakhoperiacity) on

47 წლის პოპულარული ჟურნალისტი თანამედროვეობას თვალს უსწორებს და სოციალურ ქსელში მიკრობლოგს უფრო ააქტიურებს. ყველასათვის საყვარელ ეკა ხოფერიას სამი შვილი ჰყავს. როგორც თავად ჰყვებოდა, ტელევიზიაში მუშაობისას ბავშვებთან ხშირად კომუნიკაციას ვერ ამყარებდა, რის გამო ძალიან ღელავდა. ახლა ტელეწამყვანს ახალი პროფესია აქვს. გამოცდილმა ჟურნალისტმა ახალი გამოწვევა რამდენიმე წლის წინ მიიღო, როცა ბომონდური ჟურნალის „სითის“ მთავარი რედაქტორი გახდა.

132
თემები:
სელებრითების ცხოვრება
გამოცდების ეროვნული ცენტრი

კორონავირუსი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ–ერთ აბიტურიენტს ინფექცია დაუდასტურდა

92
კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან კონტაქტში მყოფ ცხრა აბიტურიენტზე მიმდინარეობს დაკვირვება და ტარდება შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები

თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. ერთ-ერთ აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს გამოცდაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

რატომ მოიხსნა ხუთი აბიტურიენტი ეროვნული გამოცდიდან>>

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, აბიტურიენტის ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, ოჯახის წევრია.

„გუშინ რეგიონში ერთ-ერთ ქალბატონს დაუდასტურდა კორონავირუსი. დავიწყეთ კონტაქტების მოძიება და მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანს, ერთ-ერთ ახალგაზრდას, გოგონას, რომელიც 7 ივლისს ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე იყო გასული, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, გამოკვლეულია აბიტურიენტთან კონტაქტში მყოფი 27 ადამიანი და მათი ტესტის პასუხი უარყოფითია.

ამასთან, ცხრა აბიტურიენტი, რომელიც ინფიცირებულ აბიტურიენტთან  იყო საგამოცდო ოთახში, ამჟამად დაკვირვების ქვეშ, საკარანტინო სივრცეში იმყოფება და მათ ყოველი გამოცდის წინ PCR ტესტი ჩაუტარდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. გრანტების კონკურსი გაიმართება 25 ივლისს, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 1-4 აგვისტოს. გამოცდები მასწავლებლებისთვის 22-30 ივლისს ჩატარდება. სულ წელს გამოცდებში 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი მონაწილეობს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს  ერთიანი ეროვნული გამოცდები სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და უსაფრთხოების წესების  დაცვით ტარდება.

კერძოდ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ, თუმცა ადგილის დაკავების შემდეგ შეუძლიათ ის მოიხსნან. თუ ისინი საგამოცდო ცენტრში პირბადის გარეშე გამოცხადდებიან, გამოცდაზე არ დაუშვებენ. თითოეულ აბიტურიენტს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. თუ საგამოცდო ცენტრებში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, კონდიციონერს ჩართავენ, მაგრამ ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა პირბადეები უნდა გაიკეთონ.

რა ბედი ელით მაღალი სიცხის გამო გამოცდიდან მოხსნილ აბიტურიენტებს>>

საგამოცდო სექტორში მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი 1 მეტრი იქნება.

92
თემები:
COVID-19 საქართველოში
ბიუსტი

რეკორდსმენი 13: უკრაინამ ყველაზე დიდი ბუნებრივი მკერდის მფლობელი გამოავლინა - ფოტო

0
(განახლებულია 15:59 10.07.2020)
რეკორდის დარეგისტრირებამდე 13 ზომა მკერდის მქონე ახალგაზრდა ქალმა სამედიცინო შემოწმება გაიარა სხეულის ამ ნაწილის ბუნებრივობის დასამტკიცებლად

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ყველაზე დიდი ნატურალური მკერდის მქონე ქალბატონად უკრაინაში ქალაქ ლუბნის მკვიდრი მილა კუზნეცოვა აღიარეს.

ამის შესახებ თავად რეკორდსმენმა დაწერა საკუთარ Instagram-აკაუნტზე.

13 ზომა ბიუსტის მქონე უკრაინელმა ქალმა ფოტოების სერია გამოაქვეყნა თავისი „მიღწევის“ დასტურად და კომენტარის დაურთო:

„გამარჯვება! უკრაინის ყველაზე დიდი ბუნებრივი მკერდი!“

გავრცელებული ინფორმაციით, მილა კუზნეცოვას მკერდის გარშემოწერილობა 135,5 სანტიმეტრია, რაც უკრაინის რეკორდების ეროვნული რეესტრის ხელმძღვანელმა ლანა ვეტროვამ დაადასტურა.

View this post on Instagram

A post shared by МИЛА КУЗНЕЦОВА MISS UKRAINE🇺🇦 (@mila_kuznetsova10) on

იმისათვის, რომ რეკორდი დაერეგისტრირებინა, მილა კუზნეცოვამ სამედიცინო შემოწმება გაიარა მკერდის ბუნებრივობის დასამტკიცებლად.

ირკვევა, რომ რეკორდსმენი ქალბატონი წარსულში ადვოკატის ტანაშემწედ მუშაობდა, მოგვიანებით კი მონაწილეობა მიიღო უკრაინის ცნობილ ტელეშოუში და ასევე წარმოადგინა თავისი ქვეყანა კონკურსზე Miss Universe Plus Size 2019.

0
თემები:
მსოფლიო დღეს