„ერთხელ ვცემეო“ – გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი ბავშვზე ძალადობას აღიარებს

© Pixabay / Counsellingბავშვი ყურზე აფარებული ხელით
ბავშვი ყურზე აფარებული ხელით - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. 4 წლის გარდაცვლილი ნინო ზალინაშვილის მამინაცვალი არკადი ძავაშვილი, რომელიც გუშინ სამართალდამცველებმა დააკავეს, აცხადებს, რომ ბავშვი ერთხელ სცემა, ამჯერად ძალადობის მსხვერპლი გოგონას 5 წლის ძმაა. ინფორმაციას Rustavi 2 ავრცელებს.

ციხის დერეფანი - Sputnik საქართველო
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი დააკავეს

სამართალდამცველი უწყების ინფორმაციით, ირკვევა, რომ არკადი ძავაშვილი, რომლის მეუღლე ლელა ქსოვრელი შვილის გარდაცვალების საქმეზე პატიმრობაში იმყოფება, ფიზიკურად ძალადობდა შვილებზე, რომლებიც ახლა მინდობით აღზრდაში იმყოფებიან.

ძიება სწორედ ბავშვების ინფორმაციის საფუძველზეა დაწყებული. გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. ბრალდებულის დედის განცხადებით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

„უთხრეს, რომ შენ ბავშვი გიცემიაო და წაიყვანეს. ხო, ერთხელ ვცემეო, ვერ გავტეხეო. ამბობს ხო, განა არ ამბობს“, – აცხადებს არკადი ძავაშვილის დედა ბაბულია ძავაშვილი.

არასრულწლოვნებზე მამის მხრიდან განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ მეზობლები. ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ მედიით გაიგეს.

4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დედას ბრალი დაუმძიმდა >>>

„არ მსმენია ძალადობის შესახებ. ქალზე კი, დაკითხვაზეც ვიყავი და ინტერვიუებიც ვნახე. ამ კაცის მიმართ არანაირი კითხვა არ არსებობდა. თუ ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, ალბათ გამოძიებაში რამე გამოიკვეთა“, – აცხადებს მეზობელი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლელა ქსოვ­რე­ლი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დე­დაა, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მას ბრა­ლი დაუმძიმეს.

ბავშვი - Sputnik საქართველო
არასრულწლოვან შვილზე სისტემატური ძალადობისთვის დედას 4 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდეს

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წლის 21 იან­ვრი­დან 22 იან­ვრამ­დე ღა­მის პე­რი­ოდ­ში ლელა ქსოვრელმა თა­ვის არას­რულ­წლო­ვან შვილს თა­ვის არე­ში მი­ა­ყე­ნა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ქალა-ტვი­ნის ბლაგ­ვი ტრავ­მის სა­ხით. მი­ყე­ნე­ბულ­მა და­ზი­ა­ნე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია სის­ხლჩაქ­ცე­ვა და თა­ვის ტვი­ნის მკვეთ­რი შე­შუ­პე­ბა, შე­დე­გად 2019 წლის 22 იან­ვა­რის დი­ლის სა­ა­თებ­ში ბავშვი გარ­და­იც­ვა­ლა.

2019 წლის 25 თე­ბერ­ვალს ლელა ქსოვ­რელს წა­რედ­გი­ნა და­ზუს­ტე­ბუ­ლი ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 111–117-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯა­ხის წევ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას, რა­მაც მისი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ. ასე­ვე 111–126-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “დ“ ქვე­პუნ­ქტით, რაც ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის სის­ტე­მა­ტურ ცე­მა­სა და ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და 111–381-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, რაც შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას გუ­ლიხ­მობს, ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
თბილისში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა დააკავეს

გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე და­წყე­ბუ­ლია გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას 5 წლის ძმის ლუკა ქსოვ­რე­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად არის გა­მო­ყო­ფი­ლი ლელა ქსოვ­რე­ლის ბრალ­დე­ბის საქ­მი­დან.

გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის მხრი­დან შე­საძ­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით.

ყველა ახალი ამბავი
0