პლაჟი ლისის ტბაზე

შეიძლება თუ არა ლისის ტბაში ცურვა? სპეციალისტებმა წყლის ხარისხი შეამოწმეს

111
(განახლებულია 15:52 11.06.2019)
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ტბაში მიკროელემენტები დადგენილ ნორმას არ აჭარბებს

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ლისის ტბაში ცურვა თავისუფლად შეიძლება, რადგან წყლის ხარისხი დადგენილ ნორმას შეესაბამება, იუწყება პირველი არხი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მაისში თბილისის წყალსაცავების შემოწმებას შეუდგნენ. მათ „თბილისის ზღვიდან", კუს ტბიდან და ლისის ტბიდან აიღეს როგორც ქიმიური, ისე მიკრობიოლოგიური სინჯები.

ლისის ტბიდან აღებულ ნიმუშებში სპეციალისტებმა 29 კომპონენტი განსაზღვრეს. აქედან 26 ქიმიურია და სამი - მიკრობიოლოგიური.

„კვლევების შედეგების მიხედვით, ლისის ტბაში განსაზღვრული კომპონენტები ნორმის ფარგლებშია. დაფიქსირდა მხოლოდ ამონიუმის აზოტის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება, ხოლო სულფატებისა და კალციუმის კონცენტრაციები ამ ტბისთვის დამახასიათებელია და შეიძლება მის ფონურ შემცველობად ჩაითვალოს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში ჩატარდა.

სპეციალისტების წყლის ხარისხის მონიტორინგს მთელი სეზონის განმავლობაში განახორციელებენ - მაისიდან სექტემბრის ჩათვლით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია სააგენტოს ცხელ ხაზზე დარეკვა - 153.

ლისის ტბა თბილისის გარეუბანში მდებარე მცირე ზომის წყალსატევია. მისი ზედაპირი 0,47 კვადრატული კილომეტრია, მაქსიმალური სიღრმე - ოთხი მეტრი. ტბა მცენარეებითაა გარშემორტყმული. წყალსაცავში ბინადრობენ თევზები, ამიტომ აქ თევზაობის მოყვარულებს ხშირად შეხვდებით. ტბის გარშემო მოწყობილია ველობილიკი, ტრენაჟორები, საბავშვო მოედანი, კაფე.

111
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (109)
სამხედროები

საპარლამენტო არჩევნები და ჯარი: ვის დაუჭერს მხარს შეიარაღებული ძალები

8
(განახლებულია 16:33 03.06.2020)
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ თავად მმართველი პარტიის წევრია, ჯარში პოლიტიკურ აგიტაციას არ ეწევა და ამის გაკეთებას არც გეგმავს

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  საქართველოში ჯარი აბსოლუტურად აპოლიტიკურია და მისთვის სულერთია, ვინ იქნება ხელისუფლებაში, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში. 

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ოპოზიციამ არაერთხელ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ საკუთარი მიზნებისთვის ჯარის გამოყენება შეუძლია.

 „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გმირების 99,9% აბსოლუტურად აპოლიტიკურია და მათთვის სულერთია, ვინ იქნება ხელისუფლებაში. მათთვის მთავარია, ვინ იზრუნებს ჩვენი ჯარის გაძლიერებაზე. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჯარი არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ეკუთვნის,  იგი ჩვენი კუთვნილება არაა, იგი ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული სიამაყეა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თავად მმართველი პარტიის წევრია, ჯარში პოლიტიკურ აგიტაციას არ ეწევა და ამის გაკეთებას არც აპირებს.

 „პირველი, რაც შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას განვუცხადე იყო შემდეგი, რომ მე მოვდივარ აბსოლუტურად გულწრფელად, ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესების გარეშე. მე არ შემომაქვს პოლიტიკური ინტერესები ჯარში, თუმცა, არ დავუშვებ და შეუწყნარებელი ვიქნები სხვა პოლიტიკური პარტიების ინტერესების გატარების შემთხვევაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ხელისუფლება არ დაუშვებს ერთ–ერთი ყველაზე მაღალტეიტინგული და საამაყო ინსტიტუციის პოლიტიზირებას, დასძინა მან.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 37 ათასამდე ადამიანი მსახურობს.

8
თემები:
საქართველოს თავდაცვა
ნიკოლოზ წულუკიძე

ნიკოლოზ წულუკიძე მამა გახდება - როგორ გამოიყურება მისი ფეხმძიმე მეუღლე?

24
(განახლებულია 16:58 03.06.2020)
ტელეწამყვანის ოჯახში მატებაა. ყველასათვის ცნობილ ტელესახეს სულ რამდენიმე თვეში პატარა სიხარული გაუჩნდება. ნიკოლოზ წულუკიძე მამა მეორედ გახდება. როგორ გამოიყურება მისი ფეხმძიმე მეუღლე?

ერთ-ერთი გამორჩეული ტელეწამყვანი ქალიშვილის იუბულეზე სასიხარულო ამბავი გაასაჯაროვა. სესილი წულუკიძეს 6 წელი შეუსრულდა. ნიკოლოზმა გოგონას იზოლაციის პირობებში გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა. ვარდისფერ ფერებში მოწყობილი ეზო და ულამაზეს კაბაში გამოწყობილი გოგონა ბედნიერებას ასხივებს. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზი ქართული ტელესივრცისთვის  უპრეცედენტო გადაცემის წამყვანობას შეუდგა, შვილის დაბადების დღეზე დასწრება მოახერხა. „ავტოგრაფი“ ტელეეკრანებზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. ცნობილ ქართველებზე გადაღებულმა გადაცემამ ნიკოლოზის მიერ გადმოცემული აქამდე უცნობი ისტორიების დამსახურებით მაღალი რეიტინგი აქვს.

ნიკოლოზ წულუკიძის ცხოვრებაში წარმატება დიდი შრომის შედეგად მოვიდა. თეატრმცოდნე ლეგენდარული  მსახიობების, მწერლების, პოეტებისა თუ საზოგადო მოღვაწეების საღამოებს ისე უძღვება, რომ დარბაზი მისი მოსმენითაა მონუსხული. მოგეხსენებათ, ნიკოლოზ წულუკიძე რამდენიმე გადაცემის წამყვანობას სხვადასხვა თემატიკით ახერხებს. თეატრმცოდნის ინტელექტსა და გაწონასწორებულ საუბრის მანერაზე საუბარი ზედმეტია. საკუთარი იმიჯი კეთილგანწყობით, სკანდალების გარეშე და შრომით შექმნა.

პოზიტიური, თბილი და ყველასათვის საყვარელი ნიკოლოზ წულუკიძე დადებით ემოციებთან და განსაკუთრებულ იუმორის გრძნობასთან ასოცირდება. „იმედის“ წამყვანი და თეატრმცოდნე შემეცნებითი სიუჟეტებით ანებივრებს მაყურებელს. ბევრს მოგზაურობს, როგორც გადამღებ ჯგუფთან, ასევე ოჯახთან ერთად. თუმცა, პანდემიის გამო, ის სახლში მაინც არ იმყოფება. უამრავი ქართველი ვარსკვლავი სამსახურს დროებით დაემშვიდობა, მაგრამ ეს ნიკოლოზ წულუკიძეს არ ეხება. ქალიშვილის დაბადების დღე ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად აღნიშნა. „სესილიას იზოლირებული დაბადების დღე“,- დაწერა ნიკოლოზმა ოფიციალურ გვერდზე.

სესილი წულუკიძის 6 წლის იუბილეზე ფეხმძიმე დედის წამოზრდილი მუცელი კარგად ჩანს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვის ელოდება წყვილი, მაგრამ ნიკოლოზის განსაკუთრებული მზრუნველობა ფოტოებზეც კი კარგად აისახა. როდესაც სესილი 3 წლის იყო, ნიკოლოზმა განაცხადა, რომ მამობამ ძალიან შეცვალა. მისთვის ყველაზე პრიორიტეტული შვილია. ახლა კი, შვილები.

ნიკოლოზ წულუკიძემ ოჯახი წლების წინ შექმნა. მისი რჩეული თეკლა კოსტავა გახდა. წყვილი 2013 წელს დაოჯახდა. მათ ქორწილს უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. თეკლას საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ნიკას ინტერვიუების მიხედვით, მისი მეუღლე ბანკში მუშაობს და საჯაროდ, ტელეეკრანებზე გამოჩენა არ ხიბლავს. ამიტომ ნიკა დაოჯახების ამბავს დიდი ხნის მანძილზე საჯაროდ არ განიხილავდა.

24
თემები:
სელებრითების ცხოვრება