სასამართლო დარბაზი

არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ლაგოდეხში დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

131
(განახლებულია 18:00 11.06.2019)
ლაგოდეხში 16 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ლაგოდეხში დაკავებულ 40 წლამდე მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.

16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ადვოკატის ზურაბ ზურაბიშვილის ინფორმაციით, მამაკაცი ბრალს არ აღიარებს. მსს ბრალი სსკ-ის 137-ე მუხლით წაუყენეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. მსხვერპლი პოლიციამ დაზარალებულად ცნო.

რამდენიმე დღეა არასრულწლოვანთან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგები მუშაობენ. მოზარდი და მისი ოჯახის წევრები ახალშობილზე ამ დრომდე უარს აცხადებენ. ბავშვი ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში“ მართვით სუნთქვაზე რჩება.

16 წლის გოგოს ოჯახი მოძალადის უმკაცრესაც დასჯას ითხოვს - კაცის ცოლ-შვილმა სოფელი დატოვა >>>

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, რამდენიმე დღის წინ, 16 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. სამშობიარო ტკივილები სკოლაში, გაკვეთილზე დაეწყო. გოგო ირწმუნება, რომ ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა.

არაფერი იცოდნენ მისი ორსულობის შესახებ სკოლასა და ოჯახშიც. ბავშვი ნაადრევად დაიბადა და ინტენსიურ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იყო. ადვოკატის თქმით, 16 წლის გოგომ შვილზე უარი თქვა: „ამბობს, რომ ძალადობის ნაყოფის გაზრდა არ სურს“.

მოზარდის თქმით, რამდენიმე თვის წინ, მასზე მეზობელმა და მეგობრის მამამ იძალადა. როგორც გოგო ამბობს, კაცი მას დაემუქრა, რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვა, თორემ ოჯახის წევრებს დაუხოცავდა. მოზარდმა კაცის ვინაობა მხოლოდ მას შემდეგ გაამხილა, რაც ბავშვი დაიბადა.

მოზარდის ოჯახი ამბობს, რომ მოძალადის ოჯახმა გაჩუმების სანაცვლოდ მათ ჯერ ოქრო შესთავაზა, შემდეგ კი მოძალადის 14 წლის ვაჟზე დაქორწინება.

სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ მოზარდის ორსულობის შესახებ სკოლაში არაფერი იცოდნენ, თუმცა, სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ლაპარაკობს.

საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველ პირთან.

ვიდრე ბავშვი არ გავაჩინე, არ ვიცოდი თუ ორსულად ვიყავი – 16 წლის გოგო ნათესავმა გააუპატიურა >>>

კაცი, რომელსაც მოზარდი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას. ის ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მისმა ოჯახმა მოზარდის ოჯახს ოქრო და მის ვაჟზე დაქორწინება შესთავაზა.

კაცი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდა, რომ თუ გენეტიკური ექსპერტიზა დაადგენდა, რომ ახალშობილი მისი შვილია, მზად არის ის შვილად აღიაროს და ამასთან, პასუხი კანონით აგოს.

ადვოკატის თქმით, დღესდღეობით მოზარდი სხვა სოფელში, მეზობლის სახლში ცხოვრობს, რადგან ის ოჯახის წევრებმა მოძალადეს გაარიდეს.

 

131
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1645)
რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საფრანგეთში

როგორ ატირებს რამაზ ნოზაძე ცოლს - ხატია სიჭინავა დუმილს არღვევს

137
(განახლებულია 14:54 31.07.2020)
აღმოჩნდა, რომ ხატია სიჭინავას აქვს ისეთი საიდუმლოებები, რაც საზოგადოებამ არ იცის. ყოფილმა ტელეწამყვანმა ამაზე საჯაროდ საუბარი გადაწყვიტა.

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს თამაშში იწვევს და მის შესახებ 10 უცნობ ფაქტს აქვეყნებს.

View this post on Instagram

#challenge ვიწვევ ჩემს მეგობრებს თამაშში "10 უცნობი ფაქტი ჩემს შესახებ" 😜 მე დავიწყებ, თქვენ გააგრძელეთ 🤫🤭🤗 1. 📍სინამდვილეში მაქვს მუქი შავი თმა 🙈😂😂 2. 📍შემიძლია წუთში ავფეთქდე ძალიან სერიოზულად, მაგრამ მეორე წუთას მიზეზიც არ მახსოვს 😂😂 3.📍ძალიან იშვიათად ვიკეთებ მაკიაჟს. პრინციპში თუ სადმე არ მივდივარ არც ვიკეთებ 🤷🏼‍♀️ (უფრო სიზარმაცის და დროის არქონის ამბავია) 4.📍ორსულობის მერე გახდომას ვანდომებ რამოდენიმე თვეს 🙈 და ეს თვეები ჩემთვის სტრესულია 🤪 5. 📍საშინლად მეშინია თოთო ბავშვების 😂😂😂 მიუხედავად იმისა რომ 4 შვილი მყავს, თოთოობაც სტრესულია ჩემთვის 🙈 ამიტომ დღეებს ვითვლი, რომ მალე გახდეს 1 თვის 🤗💙 6. 📍ზედმეტად ემოციური ვარ და თუ ნანო ტელეფონზე არ მპასუხობს, მზად ვარ გადავრეკო სასწრაფოში, პოლიციაში , ყველგან სადაც არ არის საჭირო 😂😂😂 (კიდევ კარგი თავშეკავების უნარი მაქვს) 😂😂😂 7. 📍ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს არაფერი ღირებული, ჩემი ოჯახის გარდა 8. 📍ზოგჯერ ჩემი თავი მეცოდება ხოლმე და თუ ეს მომენტი დაიჭირა @ramazi_nozadze შეუძლია "ცოდოა, ცოდოას" ძახილით საკუთარ თავზე ამატიროს 😂😂😂😂 🤦🏼‍♀️ 9. 📍ძალიან მიყვარს ზღვა, მაგრამ არ ვიცი ცურვა 😂😂😂 10. 📍ძალიან მინდა შევიცვალო და წინასწარ არ ვინერვიულო იმაზე, ვინმე ავად არ გახდეს ან რამე ცუდი არ მოხდეს 🤪 ეს ძალიან მღლის 🥴✔️ @lira_bubusik @teonadvali @goofy_beat

A post shared by ⋆ 𝓴𝓪𝓽𝔂𝓪 𝓼𝓲𝓬𝓱𝓲𝓷𝓪𝓿𝓪 ⋆ (@katiesihinava) on

როგორც ხატია სიჭინავა წერს, სინამდვილეში მას მუქი თმა აქვს, იშვიათად იკეთებს მაკიაჟს, ორსულობის შემდეგ გახდომას რამდენიმე თვეს ანდომებს და ეს მისთვის სტრესულია, ეშინია თოთო ბავშვების მიუხედავად იმისა, რომ ოთხი შვილი ჰყავს, ხანდახან საკუთარი თავი ძალიან ეცოდება და მისმა მეუღლემ შეიძლება თავი ისე შეაცოდოს, რომ ამის გამო იტიროს.

View this post on Instagram

#athome 💙 #family @ramazi_nozadze @cakelabtbilisi

A post shared by ⋆ 𝓴𝓪𝓽𝔂𝓪 𝓼𝓲𝓬𝓱𝓲𝓷𝓪𝓿𝓪 ⋆ (@katiesihinava) on

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე ნანატრი ბიჭის მშობლები 11 მაისს გახდნენ. პატარა „ჯანმრთელობის სახლში“ საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა სამყაროს. როგორც ხატიას „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოდან ირკვევა, ახალშობილს წყვილმა მიქაელ-გიორგი დაარქვა. რამაზ ნოზაძეს საგანგებო მდგომარეობის გამო შვილთან სამშობიაროში არ უშვებდნენ, ახლა კი, როგორც გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, ის სახლშია თავის დიდ ოჯახთან ერთად.

View this post on Instagram

ყველას დიდი მადლობა ჩემგან და მიქაელისგან 💙 მიყვარხართ ამდენი დადებითი ემოციისთვის და მინდა გისურვოთ ბევრი ბედნიერი წუთები 🥰 ნანატრ პრინცთან მამიკოს არ უშვებენ კარანტინის გამო და ეს ისეთი სასაცილოა 🙈 ონლაინ კონტაქტი შვილთან სამშობიაროში 😂😂 მიქაელი როცა ვლაპარაკობ, დიდი ინტერესით მიყურებს 🤔 მგონი ხმაზე მცნობს 🤗 ძალიან თეთრია და ნუ რა თქმა უნდა ყვავი და ბახალას პოზიციიდან უსიმპატიურესი 😂❤️ ზოგჯერ გოგოთი მივმართავ , რადგან ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე ბიჭის დედობას 😂😂😂 ყველას ბედნიერ დედობას გისურვებთ ❤️ #მიქაელი #myson #mikael აქვე უღრმესი მადლობა ბატონ ამირანს, ბატონ ზურას და მთელ მედპერსონალს ჯანმრთელობის სახლის 🙌🏽 ათი წელი ჩემი ატანისათვის 😂😂 და უბედნიერესი წუთების ჩუქებისათვის ❤️ @ramazi_nozadze

A post shared by ⋆ 𝓴𝓪𝓽𝔂𝓪 𝓼𝓲𝓬𝓱𝓲𝓷𝓪𝓿𝓪 ⋆ (@katiesihinava) on

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძე აქამდე სამი ქალიშვილის მშობლები იყვნენ. ხატიას და რამაზს ქალიშვილების აღზრდაში ძიძა ეხმარებათ, თუმცა ხატია ბავშვებს ყურადღებას არასდროს აკლებს. ხატია საკუთარი ორსულობის ამბავს დიდხანს არ ამხელდა, თუმცა ბოლოს სოციალურ ქსელებში მუცელს აღარ მალავდა. ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

წყვილის სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ შეიტყო, როდესაც ორსულმა ხატიამ განაცხადა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ შვილს რამაზ ნოზაძისგან ელოდებოდა, ბოროტი ენების გამო კი ისინი ერთად აღარ იყვნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო ქორწილი და ახლა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბედნიერ წყვილად ითვლებიან.

137
თემები:
სელებრითების ცხოვრება
„ქართული ოცნების დროშები

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო რეიტინგების ლიდერია კიდევ ერთი გამოკითხვა

50
(განახლებულია 17:46 13.08.2020)
პარტიების რეიტინგში მეორე ადგილზე „ოცნების" შემდეგ ყოფილი მმართველი ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მზადაა, საპარლამენტო არჩევნებზე მხარი მმართველ პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დაუჭიროს. ამაზე მეტყველებს ტელეკომპანია Rustavi 2–ის დაკვეთით კვლევითი კომპანია Survation–ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

გამოკითხვის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს, მმართველ პარტიას ხმას გამოკითხულთა 52% მისცემდა.

საქართველოს ყოველი მესამე მცხოვრები ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს – IRI-ს გამოკითხვა>>

მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ხმას გამოკითხულთა 19% მისცემდა. მესამე ადგილი, ტრადიციულად, „ევროპულმა მოძრაობამ თავისუფლებისთვის“ დაიკავა 8%–ით.

შემდეგ მოდიან პარტიები: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5%, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4% და სხვ.

არჩევნებზე წასვლისთვის მზადაა გამოკითხულთა 65%, კიდევ 13%–მა უპასუხა, რომ დიდი ალბათობით წავა. კიდევ 13 პროცენტი ეჭვობს, წავა თუ არა, ხოლო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი 8%–მა განაცხადა.

კომპანიამ 2–22 ივლისის პერიოდში სულ გამოკითხა 1,2 ათასი ადამიანი. გამოკითხვის ცდომილება ცნობილი არ არის.

სხვა გამოკითხვები

კომპანია Survation–ის გამოკითხვა ივლისში ამ ზაფხულს ჩატარებული უკვე მესამე გამოკითხვა იყო. ყველა დანარჩენი გამოკითხვის თანახმად, მმართველი პარტია პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მას „ნაცმოძრაობა“ მოსდევს.

პარტია Edisson Research–ის გამოკითხვა IRI–ს გამოკითხვა Survation–ის გამოკითხვა
„ქართული ოცნება" 39% 33% 52%
„ნაცმოძრობა" 16% 16% 19%
„ევროპული საქართველო" 5% 5% 8*
„პატრიოტთა ალიანსი" 3% 3% 5%
„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ 3% 3% 4%
„ლელო საქართველოსთვის 3% 2% 5%
50
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020