ფოთში ნაპოვნი გიგანტური კუ ზღვაში დააბრუნეს

გამოწერა
 გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ, რომელიც ფოთის სანაპირო ზოლში მარტში იპოვეს, ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ, რომელიც ფოთის სანაპირო ზოლში მარტში იპოვეს, ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა. ინფორმაციას Imedinews ავრცელებს. 

სპეციალისტების განმარტებით, შავ ზღვაში ივნისში წყლის ტემპერატურა დაახლოებით 20-22 გრადუსია, რაც სრულიად შესაბამისია კუს საბინადრო გარემოში დასაბრუნებლად. 

უნიკალური აღმოჩენა ფოთში - გიგანტური კუ - Sputnik საქართველო
ფოთში უნიკალური გიგანტური კუ იპოვეს

ღონისძიებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გადაშენების პირას მყოფი 50 წლის გიგანტური კუ რამდენიმე თვის წინ ფოთის მკვიდრმა ლაშა ხოჯავამ იპოვა. კუს გადაუდებელი რეაბილიტაციის კურსი სასტუმრო „პარაგრაფის" ოკეანარიუმის საკარანტინო აუზში ჩაუტარდა.

ყველა ახალი ამბავი
0