,,ჩემი გულის ნაწილი წაიღო..." - ვინ არის გიდი, რომელიც ყაზბეგში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყაზბეგში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილი რუსთაველი კოტე საცერაძეა.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ყაზბეგში გუშინ მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ერთ-ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი, 27 წლის კოტე საცერაძეა, რომელიც რუსთავში ცხოვრობდა და ყაზბეგში გიდად მუშაობდა. ინფორმაციას Rustavi 2 ავრცელებს.

სასტუმრო რუმსის ვერტმფრენი, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდა - Sputnik საქართველო
ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაღუპულია სამი ადამიანი

გარდაცვლილი კოტე საცერაძის მეზობლები ყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი უმეტეს დროს ყაზბეგში ატარებდა. ის უცხოელ ტურისტებს ემსახურებოდა. მეზობლები ამბობენ იმასაც, რომ სავარაუდოდ, მას ხშირად უწევდა იმ ვერტმფრენით მგზავრობა, რომელმაც კატასტროფა განიცადა.

ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა - ვინ არიან დაღუპულები >>>

გარდაცვლილის მეგობარი სოციალურ ქსელში კოტე საცრაძეზე წერს და ფოტოს აქვეყნებს, სადაც კოტე მის კლასელთან, მიშიკო დვალიშვილთან ერთადაა გადაღებული, რომელიც 18 წლის ასაკში ბირთვისის კლდიდან გადავარდა და დაიღუპა.

,,ორი სიცოცხლით სავსე ,,რეცელი"... ჩემი გულის ნაწილი წაიღო... ახლა კოტე... ესეც მთაში...სიტყვებს ვერ ვპოულობ, საშინლად დათრგუნული და განადგურებული ვარ.
არ ვიცი, როგორ უნდა ანუგეშო ასეთ დროს დედა", - წერს კოტეს მეგობარი.

ყაზბეგში გერმანელი ტურისტი ქალი გადაარჩინეს - Sputnik საქართველო
ყაზბეგში გერმანელი ტურისტი ქალი გადაარჩინეს
დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ კუთვნილი ვერტმფრენი ე.წ. ყანების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე გუშინ ჩამოვარდა, დაიღუპა სამი ადამიანი - ილიკო ბაიდაშვილი - მფრინავი, კოტე საცერაძე - გიდი და თორნიკე ოსიაშვილი - სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომელი.

ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი BELL-505 ტიპის, ამერიკულ-კანადური წარმოების იყო, გამოშვებულია 2018 წელს.

ყველა ახალი ამბავი
0