Energo-Pro Georgia: „კომპანიის კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამოირიცხა"

© Sputnik / Alexander Imedashviliელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. კომპანია Energo-Pro Georgia-მ გამორიცხა იმის ალბათობა, რომ ვერტმფრენი, რომელიც ყაზბეგში დღეს ჩამოვარდა, ელექტროგადამცემ ხაზებს შეეხო, ნათქვამია კომპანიის Facebook-გვერდზე.

დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
„ძალიან მაღალი კლასის მფრინავი იყო" - ავიაციის სააგენტო ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე

დღეს ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილი ვერტმფრენი Bell 505 ე.წ. „ყანების ტერიტორიაზე", დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი: პილოტი, გიდი და ტურისტი. ავარიის ერთ-ერთ ვერსიად დასახელდა ის, რომ შეიძლება ვერტმფრენი ელექტროგადამცემ ხაზებს გამოედო.

„Energo-Pro Georgia-ს გამანაწილებელ ქსელში გუდაური-ყაზბეგის მიმართულებით დღეს ავარიული გათიშვა არ მომხდარა. აღნიშნულ ქსელში ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს და შესაბამისად, კომპანიის კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამოირიცხა. Energo-Pro Georgia მწუხარებას გამოთქვამს დღეს ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0