ლომბარდებს დაგირავებული ქონების გადაგირავება აეკრძალებათ

გამოწერა
2017 წლის მონაცემებით, ლომბარდების კლიენტთა რაოდენობამ 600 ათასს გადააჭარბა

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ლომბარდებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც მათ მომხმარებლის მიერ დაგირავებული ქონების გადაგირავება აეკრძალებათ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შესაბამისი ცვლილება „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე კანონში" შედის. ახალი ცვლილებით, სესხის გამცემ სუბიექტს, ამ შემთხვევაში, ლომბარდს ეკრძალება მომხმარებლის მიერ დაგირავებული ქონება გადააგირაოს.

ლარის გაცვლითი კურსი - Sputnik საქართველო
ვინ და როგორ დასცა ლარი?

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ცვლილების ძირითადი მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვაა, რადგან დაგირავებული ქონების გადაგირავება არსებითად ზრდიდა აღნიშნული ქონების დაკარგვის რისკს და აჭიანურებდა სესხის გადახდის შემდეგ ქონების დაბრუნების პროცესს.

უწყების ცნობით, ლომბარდებს სესხის მისაღებად საკუთარი აქტივების დაგირავება შეეძლებათ, მაგალითად – გაცემული სასესხო პორტფელი, ან საკუთარი უძრავ-მოძრავი ქონება და არა მის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული სხვისი ქონება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 875 ლომბარდია და აქედან დაახლოებით 56% — თბილისში. 12,1 % ფუნქციონირებს იმერეთის რეგიონში, 9,9 %– სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9,7 % – აჭარაში, ხოლო დანარჩენი 12,6 % სხვა რეგიონებში ფუნქციონირებს.

ლომბარდების მიერ 2017 წელს გაცემული კრედიტების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა, აქედან 64,7% ეროვნულ ვალუტაშია. წლის ბოლოს ვალმა 393,8 მლნ ლარი შეადგინა.

2017 წლის მონაცემებით, ლომბარდების კლიენტთა რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა.

ყველა ახალი ამბავი
0