წყლის სინჯის აღება

ფოთში ზღვის წყლის ხარისხს შეამოწმებენ

102
(განახლებულია 19:41 06.06.2019)
ექსპერტები დაადგენენ, თუ რამდენად უსაფრთხოა შავ ზღვაში ცურვა.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ლაბორატორიული კვლევის ცენტრის სპეციალისტებმა ფოთში ზღვის წყლის სინჯები აიღეს, რასაც ყოველწლიურად ახორციელებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„წყალს ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდება და შედეგები ერთ კვირაში გახდება ცნობილი. ზღვის წყლის ხარისხი თვეში სამჯერ შემოწმდება. ეს პროცესი ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება", – განაცხადა ცენტრის დირექტორმა გია რუხაძემ.

მსგავსი შემოწმება ოქტომბრის ბოლომდე თვეში სამჯერ მუდმივად ტარდება.

წყლის სინჯებს ამოწმებენ ასევე აჭარის სანაპიროზეც – ბათუმში, ქობულეთში, ბობოყვათში, მწვანე კონცხზე, ბარცხანაში, კვარიათსა და სარფში.

 

102