საპატრულო პოლიცია

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდა

120
(განახლებულია 15:31 31.05.2019)
ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 31 მაისის 19:00 საათიდან მოიხსნება.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, შეზღუდვა 31 მაისის 09:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს, შემდეგ კი ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

უწყების ცნობით, ავტომობილებისთვის მოძრაობა დროებით ცალმხრივად შეიზღუდება ლისის ტბის მიმდებარე ბერიტაშვილის ქუჩიდან ელგუჯა ამაშუკელის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების კვეთამდე (ე.წ. ლისის წრიულამდე). სოფელ ლისიდან მომავალი ავტომობილები ნუცუბიძის პლატოს გავლით შეძლებენ სასურველი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელებას.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტის შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.

120
თემები:
თბილისი დღეს (1247)