სად სჯობს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება?

© photo: Sputnikტრანსპორტი
ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველოს" მკითხველებს დაუსვეს კითხვა „თქვენი აზრით, სად უნდა ჩააბარონ მართვის მოწმობის მსურველებმა პრაქტიკული გამოცდები?"

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. „Sputnik საქართველოს" მკითხველთა უმეტესობა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ონლაინ-გამოკითხვაში, მიიჩნევს, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველებმა პრაქტიკული გამოცდები უნდა ჩააბარონ როგორც ქალაქში, ისე ავტოდრომზე.

ამ მოსაზრებას ემხრობა გამოკითხულთა 52,2%. ამასთან, გამოკითხვაში მონაწილეთა 25% თვლის, რომ პრაქტიკული გამოცდები მხოლოდ ავტოდრომზე უნდა ჩაბარდეს, ხოლო 20,5% კი მიიჩნევს, რომ გამოცდა მხოლოდ ქალაქში უნდა ჩატარდეს.

განსხვავებას ვერ ხედავს მონაწილეთა 2,3%.

მოძღაობა თბილისის გზებზე - Sputnik საქართველო
მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდა ქალაქის პირობებში სავარაუდოდ ზაფხულიდან ჩატარდება

გზებზე უსაფრთხოების ამაღლების პოლიტიკის ფარგლებში, პრაქტიკული გამოცდების ქუჩაში გადატანის საკითხი დიდი ხანია განიხილება. იდეის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამ ფორმით მართვის მოწმობის აღებას მხოლოდ კარგად მომზადებული მძღოლები შეძლებენ.

იმისთვის, რომ გამოცდების ჩაბარების წესში ცვლილებები შევიდეს, საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. ამისთვის ინიციატივა ჯერ მთავრობამ უნდა განიხილოს და თანხმობის შემთხვევაში, პარლამენტში გადააგზავნოს. კანონპროექტი დეპუტატებმა სამი მოსმენით უნდა დაამტკიცონ.

პირველი არხის მონაცემებით, ინიციატივაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია და ამ ეტაპზე საქართველოს შსს განიხილავს საკითხს, კონკრეტულად თუ სად უნდა ჩატარდეს გამოცდა.

დღეიდან მართვის მოწმობის გამოცდაზე რეგისტრაცია ელექტრონული ხდება: გაეცანით დეტალებს>>>

დღეისთვის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა შსს-ს სპეციალურ ტერიტორიებზე ტარდება და იგი რიგი მანევრების შესრულებას ითვალისწინებს. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია უწყების ავტომობილებით მართვის როგორ მექანიკური, ისე ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

მსგავსი მოედნები საქართველოს 13 ქალაქშია, მათ შორის, რუსთავში, ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში, გორსა და თელავში.

ევროპული სტანდარტებით რეალურ პირობებში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების წესს ითვალისწინებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება.

მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის ამოცანა უკვე გაამკაცრეს. საგამოცდო ტესტების საკითხები 1792-მდე გაიზარდა. საქმე იმაშია, რომ საკითხებს ეკოლოგიის შესახებ 51 საკითხი დაემატა.

საქართველოს მოსახლეობა 3,7 მლნ ადამიანს აჭარბებს, ამასთან, თითქმის ყოველ მესამეს ავტომობილი ჰყავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0