ჭიათურაში მეშახტეების პრობლემების მოგვარებაში შესაძლოა ირაკლი კობახიძე ჩაერთოს

© Sputnik / Vladimir Umikashviliგაფიცული მეშახტეების აქცია ჭიათურაში
გაფიცული მეშახტეების აქცია ჭიათურაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარე იმედს იტოვებს, რომ მეშახტეები და Georgian Manganese ორ-სამ დღეში შეთანხმებას მიაღწევენ

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჭიათურაში მანგანუმის მადნის მომპოვებელი საწარმოს მეშახტეებსა და კომპანია Georgian Manganese-ს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის ჩაერიოს.

მაღაროელების გაფიცვა 15 მაისს დაიწყო. თანდათანობით მას ყველა მაღაროელი შეუერთდა - დაახლოებით 3 ათასი ადამიანი. ნაწილმა ქალაქის ცენტრში, რაიონულ საკრებულოსთან, სკვერში, კარვები გაშალა და შიმშილობა გამოაცხადა. ზოგიერთმა გაფიცულმა პირიც კი ამოიკერა.

გაფიცული მეშახტეების აქცია ჭიათურაში - Sputnik საქართველო
ჭიათურა დღეს: ასობით გაფიცული მაღაროელი, კარვები და „სამართლიანი მოთხოვნები"

„ჩვენც გვქონდა შეხვედრა მაღაროელებთან, როდესაც ჭიათურაში პარტიის გენერალურ და პოლიტიკურ მდივანთან ერთად ვიყავი. მაღაროელებს თანადგომასა და მხარდაჭერას დავპირდით იმ მოლაპარაკებებში, რომელიც კომპანიასთან წარმოებს. სამწუხაროა, რომ შეთანხმების მიღწევა დღემდე ვერ მოხერხდა, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მაშინაც განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქმეში დამატებით ნებისმიერ დროს ჩავერთვებით. თუ დავინახავთ, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შედის, მყისიერად ჩავერთვებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში.

კობახიძე იმედს იტოვებს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და ვარაუდობს, რომ ამისათვის ორი-სამი დღის ლოდინია საჭირო.

მეშახტეების მოთხოვნები ოთხი პუნქტიდან შედგება: „ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულთა ხელფასების მომატება 50%-ით; უკეთესი სადაზღვევო პაკეტი დასაქმებულებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის; გაფიცვისა და მომდევნო პერიოდში ყველა აქტივისტის დაცვა ზეწოლისაგან და მაღაროელთა გაფიცვის კანონიერი უფლების აღიარება; ქალაქში დიდი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა.

ამოკერილი პირები - ჭიათურელი მაღაროელები გაფიცვას განაგრძობენ >>

ადრე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ უწყება მზად არის მოაგვაროს მეშახტეების ყველა პრობლემა, ხელფასების გარდა.

Georgian Manganese-ის ყველა საწარმოში მუშაობა შეჩერებულია.  საუბარია ცხრა შახტზე, რამდენიმე ფაბრიკა-ქარხანასა და ავტოპარკზე.

ხედი ჭიათურის საბაგიროდან - Sputnik საქართველო
გაფიცვის მესამე დღე - რას მოითხოვენ მეშახტეები ჭიათურაში

Georgian Manganese-ის წარმომადგენელმა პარასკევს განაცხადა, რომ კომპანია მზად არის შეასრულოს მეშახტეების მოთხოვნები და ხელფასები ეტაპობრივად 50%-ით გაუზარდოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მუშაობას განაახლებენ. მეშახტეებმა არ დაუჯერეს ამ დაპირებას და გაფიცვა განაგრძეს.

ადრე კი Georgian Manganese-მა განაცხადა, რომ ხელფასების 50%-იანი მომატების შესახებ მოთხოვნა არარეალურია და მეშახტეები თავისი გაფიცვით უკვე კანონის ფარგლებს ცდებიან.

„ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურაში მანგანუმის მადნის მომპოვებელი მაღაროს ოპერატორია. ის „ჯორჯიან ემერიქენ ელოის" (Georgian American Alloys) ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის. „ჯორჯიან მანგანეზის" გარდა, ჰოლდინგი აერთიანებს ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსა და კლინიკა „ფერომედს". კომპანიის სათავო ოფისი მაიამიში მდებარეობს.

„როგორც ჩიკაგოში 133 წლის წინ“ - პროფკავშირებმა კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს >>

მანგანუმის მადნისა და მანგანუმის ოქსიდებისა და დიოქსიდების ექსპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ექსპორტში. მანგანუმის მადნისა და კონცენტრატის ექსპორტმა 2019 წლის იანვარ-მარტში 1,8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც სამჯერ აღემატება 2018 წლის იმავე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ჭიათურაში მანგანუმის მადანს 1879 წლიდან მოიპოვებენ.

ყველა ახალი ამბავი
0