ზურაბიშვილმა ტალინში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა

© photo: Sputnik / Vadim Antsupovზურაბიშვილმა ტალინში ნიკო ფიროსმანის გამოფენა დაათვალიერა
ზურაბიშვილმა ტალინში ნიკო ფიროსმანის გამოფენა დაათვალიერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილმა უკვე გამართა შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის პროგრამაში, ესტონეთის პირველ პირებთან შეხვედრასთან ერთად, ტალინში „მიკელის" მუზეუმის დათვალიერების დრო გამოინახა, სადაც ამჟამად ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებია გამოფენილი, იუწყება „Sputnik–ესტონეთი“.

დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მუზეუმში სტუმრობაზე, სადაც ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდთან ერთად გაემართა, მხოლოდ ნახევარი საათი იყო გამოყოფილი. მაღალი რანგის სტუმრებს მასპინძლობა კადრიორგის სამხატვრო მუზეუმისა და „მიკელის" მუზეუმის დირექტორმა ალექსანდრა მურემ გაუწია.

რატომ გადაუხადა ვიზიტის წინ ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს მადლობა>>>

„ქართველებისთვის ფიროსმანი – ეს მარტო მხატვარი არაა, ეს მათთვის ეროვნული გმირია. ამიტომ დაწვრილებით იმის ახსნის აუცილებლობა, თუ ის ვინ არის, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. თუმცა, ესტონეთის პრეზიდენტმა მხატვრის შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტის მიმართ ცნობისმოყვარეობა გამოხატა“, – განაცხადა მურემ „Sputnik–ესტონეთთან“.

მუზეუმის დირექტორის სიტყვებით, მოკლე საუბრის დროს ზურაბიშვილი დაინტერესდა, როგორ შეხვდა დამთვალიერებელი გამოფენას და როგორი გამოხმაურებები დაიბეჭდა პრესაში. მურემ აღნიშნა, რომ გამოფენის პირველ კვირაში ექსპოზიცია 2000–მდე ადამიანმა დაათვალიერა, მაშინ, როცა ამ მუზეუმისთვის ეს რაოდენობა ჩვეულებრივ ერთი თვის ნორმაა. ფინელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული სიუჟეტის შემდეგ კი გამოფენისადმი ინტერესი ფინელ ტურისტებშიც გაიზარდა. 

© Sputnik / Alexander Zabolotnyალექსანდრა მურე
ზურაბიშვილმა ტალინში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა - Sputnik საქართველო
ალექსანდრა მურე

„ჩვენი კადრიორგის სასახლე მრავალმა უცხოელმა მაღალი რანგის სტუმარმა დაათვალიერა. ზუსტად ერთ თვეში დანიის დედოფალ მარგარეტ II-ს ველოდებით“, – განაცხადა მურემ.

 მოვლენებით დატვირთული პროგრამა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ორდღიანი ვიზიტი ტალინში 16 მაისს, დილით ესტონელ კოლეგა კერსტი კალიულაიდთან საზეიმო შეხვედრით დაიწყო. შეხვედრისას სახელმწიფო მეთაურებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ცოცხალი ორკესტრის შესრულებით ორივე ქვეყნის ჰიმნს მოუსმინეს.

გარდა ამისა, საღამოს ზურაბიშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. დღის ბოლოს კი იგი კერსტი კალიულაიდის მიერ გამართულ ვახშამს დაესწრო. 

სალომე ზურაბიშვილი ესტონეთში - Sputnik საქართველო
ესტონეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო

პარასკევს, 17 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა ტელისკივის შემოქმედებით ქალაქს და სტენბოკის სახლს, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იური რატასთან გამართავს შეხვედრას. ზურაბიშვილი ასევე ეწვევა ელექტრონული ესტონეთის შოურუმს და ნატოს კიბერთავდაცვის ცენტრს.

საქართველოს პრეზიდენტის ესტონეთში ვიზიტი ლენარტ მერის კონფერენციის გაცნობითი ხასიათის დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლით დასრულდება.

ორი დიდი ხნის მოკავშირე

საქართველომ და ესტონეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივნისს დაამყარეს. ამის შემდეგ ქვეყნებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ 20 საერთაშორისო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. პრიორიტეტულია ისეთი მიმართულებები, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ტურიზმი, გარემოს დაცვა, განათლება და კულტურა.

საქართველოში ესტონეთის საელჩო 2006 წელს გაიხსნა, ესტონეთში ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობა კი 2007 წელს. დღეისთვის საქართველოს ესტონეთში ელჩი თეა ახვლედიანი წარმოადგენს, საქართველოში კი ელჩი კაი კაარელსონია.

ყველა ახალი ამბავი
0