საბავშვო ბაღი

მშობლების საყურადღებოდ! თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო

66
(განახლებულია 12:30 15.05.2019)
თბილისის საბავშვო ბაღების ჩამონათვალი, რომლებიც აგვისტომდე იმუშავებენ.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო თბილისის საჯარო საზაფხულო ბაღებში ბავშვთა რეგისტრაციას იწყებს, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე kids.org.ge. რეგისტრაცია იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე საბავშვო ბაღებში ყველა ადგილი არ შეივსება.

თბილისის საბავშვო ბაღები 28 ივნისს დაიხურება, საზაფხულო ბაღები კი 1 ივლისს გაიხსნება. ასეთი თბილისში 40 ბაღი იქნება. აღნიშნული ბაღები 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებენ და დაახლოებით 13 ათას ბავშვს მიიღებენ.

საზაფხულო ბაღები გახსნილი იქნება საბავშვო ბაღებში:

გლდანის რაიონი N153, N48, N205, N216, N186
დიდუბის რაიონი N11, N92, N23, N15
ვაკის რაიონი N1, N27, N142, N83, საბავშვო ბაღი "ჩიორა"
ისნის რაიონი N202, N29, N66, N215, N182
კრწანისის რაიონი N51, N206
მთაწმინდის რაიონი N3, N152, N162
ნაძალადევის რაიონი N9, N79, N60, N143, N80

საბურთალოს რაიონი

N197, N74, N112

სამგორის რაიონი

N128, N12, N210, N45, N196, N72
ჩუღურეთის რაიონი N34, N5

საზაფხულო ბაღების სერვისი ხელმისაწვდომი იქნება არა მარტო რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის, არამედ 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისთვის.

თბილისში 180 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც წელს 61 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული.

 

66
თემები:
განათლება საქართველოში (58)