შსს–ს შენობა

შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება: გახარიამ ბრძანება გამოსცა

93
(განახლებულია 12:47 11.05.2019)
საქართველოში  რიგგარეშე და შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 19 მაისს  გაიმართება.

თბილისი, 11მაისი — Sputnik. შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალური ბრძანება გამოსცა, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრძანება ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს თავიანთ სამოქმედო არეალში სამართალდარღვევათა პრევენციასა და მათზე დროული რეაგირების უზრუნველყოფას ავალდებულებს. ასევე, ბრძანების მიხედვით, პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვა ევალებათ. 

საქართველოში  რიგგარეშე და შუალედური არჩევნები  მიმდინარე წლის 19 მაისს  გაიმართება.

საქართველოში შუალედური საპარლამენტო და საკრებულოს არჩევნები ჩატარდება საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ოზურგეთში, ჭიათურაში, ტყიბულსა და ზესტაფონში. ამასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ადგილისთვის მთაწმინდის რაიონში 20 კანდიდატი იბრძოლებს – 14 პარტიისა და ბლოკის წარმომადგენელი, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის. დეპუტატის სავარძელი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის დეკემბერში პრეზიდენტი გახდა. ზურაბიშვილი მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო 2016 წლის ოქტომბრიდან.

კანდიდატების რეგისტრაცია ოფიციალურად დასრულებულია.

 

 


93
თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (101)