თემიდა - მართლმსაჯულების ქალღმერთი

ბაგრატიონებმა ქონება სასამართლოში გაიყვეს: ვის რა ერგო

195
თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართული სამეფო გვარის შთამომავლების ძვირადღირებულ მანქანებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

თბილისი, 8 მაისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქართული სამეფო გვარის წარმომადგენლის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სარჩელი მისი ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ, რომელიც ერთობლივი ქონების გაყოფას ეხება, იუწყება პირველი არხი.

„სამეფო თამაშები“: რა ჩვენება მისცა დავით ბაგრატიონ–მუხრანელმა >>

დავის საგანი იყო 2013-2015 წლებში შეძენილი სამი ავტომობილი - Porsche Cayenne, Mercedes-Benz GL და BMW X5.

სასამართლომ დააკისრა დავითს აუნაზღაუროს ანას 15 ათასი ლარი, ანუ Mercedes-Benz GL-ის ღირებულების ნახევარი. გარდა ამისა, ყოფილი ქმარი ანას აუნაზღაურებს BMW X5-ის განბაჟების ხარჯებს, ხოლო Porsche Cayenne-ის ღირებულება კი, მხარეებმა ორ ნაწილად უნდა გაიყონ.

„ვაპირებთ, გავასაჩივროთ გადაწყვეტილება, სიმართლე გითხრათ, გაურკვეველია სარჩელის დაკმაყოფილებული და დაუკმაყოფილებელი ნაწილიც“, - განაცხადა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ.

ყოფილ მეუღლეებს სასამართლო დავა ადრეც ჰქონდათ. ანა და მამამისი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სასამართლოს გზით ითხოვდნენ დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის საქართველოს სამეფო სახლის სახელით ორდენების გადაცემის აკრძალვას. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმის განხილვაზე საფუძვლის არარსებობის გამო უარი განაცხადა.

ბაგრატიონ-გრუზინსკები ამ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

მეტიც, ანამ ყოფილ მეუღლეს პოლიციაში უჩივლა და განაცხადა, რომ დავითმა გაყრის შემდეგ, 2014 წლის 9 მაისს, ის მათი შვილის თვალწინ სცემა. ამ ფაქტის დასამტკიცებლად მან ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა.

დავითი და ანა 2009 წელს დაქორწინდნენ. სამეფო ქორწილი ქართული საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართველმა მონარქისტებმა ეს ქორწილი ისტორიულ მოვლენად შეაფასეს. ორი წლის შემდეგ წყვილს ვაჟი გიორგი შეეძინა. თუმცა ქორწინება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა - 2013 წელს ბაგრატიონებმა გაყრის შესახებ განაცხადეს. თუმცა განქორწინების შესახებ კონტრაქტს ხელი 2015 წელს მოაწერეს.

195
თემები:
სკანდალი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახში (12)
 COVID-19-ზე აღებული ანალიზები

COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

78
(განახლებულია 14:05 04.07.2020)
საქართველოში დღითი დღე იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებმაც საშიში ინფექცია COVID-19 დაამარცხეს.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 943 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 821 (87%), ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით 107 პაციენტი მკურნალობს. ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა თითქმის რვაჯერ აღემატება ინფიცირებულთა რაოდენობას.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3080, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 242 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

78
თემები:
COVID-19 საქართველოში
განათლების სამინისტრო

აზერბაიჯანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სწავლა დაუფინანსდებათ

60
(განახლებულია 13:47 04.07.2020)
ამ კატეგორიის აბიტურიენტები, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ირიცხებოდნენ, თუმცა სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემოდა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე აბიტურიენტთა სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს, იუწყება საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ ის  აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტები დაფინანსდებიან, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და გამოცდების ჩასაბარებლად საქართველოში შემოსვლას შექმნილი ვითარების გამო ვერ ახერხებენ.

„COVID-19-ის პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილებისა და აზერბაიჯანში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, წელს დაფინანსდება 70-მდე აბიტურიენტი“, - აღნიშნულია სამინისტროს გვერდზე.

უწყების ცნობით, ამ კატეგორიის აბიტურიენტები, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ირიცხებოდნენ, თუმცა სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემოდა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და დასრულდება 25 ივლისს. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველებისთვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი დარეგისტრირდა.

60
თემები:
განათლება საქართველოში
„დინამო“ თბილისი

საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატში ლიდერი შეიცვალა

0
(განახლებულია 15:06 04.07.2020)
თბილისის „დინამომ“ მოუგო „ლოკომოტივს“ ანგარიშით 4:0 და სატურნირო ცხრილის პირველი სტრიქონი დაიკავა.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში თბილისის „დინამომ“ მოუგო „ლოკომოტივს“ ანგარიშით 4:0 და სატურნირო ცხრილის პირველი სტრიქონზე „რკინიგზელები“ ჩაანაცვლა.

ცნობილი გახდა თარიღი, თუ როდის განახლდება საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი მეორე ლიგაში >>

შეხვედრის ყველა გოლი შესვენების შემდეგ გავიდა. ანგარიში 61-ე წუთზე დავით კობოურმა გახსნა. კიდევ ათი წუთის შემდეგ თორნიკე კაპანაძემ პენალტი დაარტყა, რამაც დაპირისპირების დასასრულიც განაპირობა.

შეხვედრის ბოლო 11 წუთში მასპინძლებმა თავი კიდევ ორჯერ გამოიჩინეს. თავიდან კირკიტაძემ ავტოგოლი გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში „დინამოს“ ბრაზილიელი ლეგიონერის, ვიქტორ პერნამბუკოს გატანილმა გოლმა დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ დინამოელები მთელი მეორე ტაიმის დროს უპირატესობას ფლობდნენ, რადგან შესვენების წინ მინდორიდან „ლოკომოტივის“ კაპიტანი და მცველი დავით უბილავა გააძევეს.

ჩემპიონატის ოთხი მატჩის შემდეგ „დინამომ“ რვა ქულა დააგროვა და „ლოკომოტივს“ ერთი ქულით გაუსწრო. დაგროვილი ქულებით „დინამოელებს“ შეიძლება გაუტოლდეს გორის „დილა“, რომელიც საანგარიშო ტურში გასვლაზე საჩხერის „ჩიხურას“ ხვდება.

საქართველოს ჩემპიონატი ეროვნულ ლიგაში მარტის დასაწყისში ორი ტურის შემდეგ COVID-19-ის პანდემიის გამო შეწყდა. ივნისის ბოლოს ჩემპიონატი განახლდა, თუმცა ყველა მატჩი ცარიელი ტრიბუნებით ტარდება.

0
თემები:
სპორტის ამბები