სამეფო დინასტია

„სამეფო თამაშები“: რა ჩვენება მისცა დავით ბაგრატიონ–მუხრანელმა

102
(განახლებულია 23:27 07.05.2019)
დავით ბაგრატიონ–მუხრანელის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებას არ ემალება, რადგან მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ბატონიშვილი დავით ბაგრატიონ–მუხრანელი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოცხადდა და მისი ყოფილი მეუღლის ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ბრალდებასთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა.

სასამართლომ ბაგრატიონების საქმე განუხილველად დატოვა>>>

დავით ბაგრატიონ–მუხრანელმა ქვეყანა 3 აპრილს დატოვა, მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა მეუღლემ პოლიციას ჩვენება მისცა. როგორც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ განაცხადა, 2014 წლის 9 მაისს იგი დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მათი საერთო შვილის თვალწინ სცემა. ანამ ექსპერტიზის დასკვნა გამოძიებას 2019 წლის მარტში წარუდგინა.

დავით ბაგრატიონ–მუხრანელმა ქვეყნის დატოვების მიზეზად დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა. საქართველოში ბატონიშვილი 1 მაისს დაბრუნდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი იგი პოლიციაში გამოიძახეს.

„დავით ბაგრატიონ–მუხრანელი გამოძიებისგან დამალვას არ აპირებდა, პირიქით, თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. გამომძიებელი საკმაოდ კომპეტენტურია, მან დეტალურად იცის, რომ ყველაფერი ეს აბსურდია და არ შეესაბამება სიმართლეს. გარდა ე.წ. დაზარალებულის, ანუ მისი მეუღლის განცხადებისა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“, – განაცხადა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან.

ბაგრატიონ–გრუზინსკების ოჯახის ადვოკატის სიტყვებით, ინციდენტი მოხდა საგურამოში, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სახლში. იმ დროს სამეფო წყვილი უკვე განქორწინებული იყო, მაგრამ იმისათვის, რომ ბავშვს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, ანა პარასკევს, შაბათს და კვირას საგურამოში მიემგზავრებოდა. ბავშვთან ურთიერთობის განრიგი მათ წინასაწარ ჰქონდათ შეთანხმებული. 

„სამეფო ოჯახის სკანდალი“ მას შემდეგ დაიწყო, რაც ანა და ნუგზარ ბაგრატიონ–გრუზინსკებმა ანას ყოფილ მეუღლეს დავით ბაგრატიონ–მუხრანელს საქართველოს სამეფო სახლის სიმბოლიკის უკანონოდ გამოყენებაში დასდეს ბრალი და სასამართლოში უჩივლეს.

საპასუხოდ ბატონიშვილმა ეჭვქვეშ დააყენა ანა ბაგრატიონ–გრუზინსკის სამეფო წარმომავლობა და განაცხადა, რომ მისი ნამდვილი გვარი სიხარულიძეა.

მამა–შვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გზით შეეცადა დავით ბაგრატიონ–მუხრანელისთვის საქართველოს სამეფო სახლის სახელით ორდენების გადაცემა აეკრძალა, რომლის ხელმძღვანელიც ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკია. თუმცა, სასამართლომ საქმის განხილვაზე უარი განაცხადა. ამ ეტაპზე სასამართლო მეორე საქმეს – ყოფილი მეუღლეების ქონების გაყოფას იხილავს.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე 2009 წელს დაქორწინდა. სამეფო ქორწილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და ქართველმა მონარქისტებმა ამ მოვლენას ისტორიული უწოდეს. ორი წლის შემდეგ წყვილს ეყოლა ვაჟი გიორგი. თუმცა ქორწინება ხანმოკლე გამოდგა – 2013 წელს სამეფო ოჯახმა განქორწინების შესახებ განაცხადა.

102
თემები:
სკანდალი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახში (12)
საგარეო საქმეთა სამინისტრო

ემიგრანტების ოჯახები აქციას მართავენ - რას მოითხოვენ ისინი ხელისუფლებისგან

16
(განახლებულია 13:54 07.07.2020)
ქართველი ემიგრანტების ოჯახის წევრები და ახლობლები რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენას მოითხოვენ, რათა მათი ოჯახის წევრებმა სამშობლოში დაბრუნება შეძლონ

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. „ემიგრანტები - ეს კლასტერი არაა" - აქცია ასეთი ლოზუნგით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან გაიმართა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.

თვითმფრინავები იფრენენ: საქართველო შიდა ფრენებს აღადგენს>>

აქციაზე მივიდნენ იმ ქართველი ემიგრანტების ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო უცხოეთში ჩარჩნენ და სამშობლოში ვეღარ ახერხებენ დაბრუნებას. აქციაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

პროტესტანტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა. ისინი აცხადებენ, რომ მათ ახლობლებს არ შეუძლიათ სპეცრეისებზე ბილეთების შეძენა, ამიტომ ვერანაირად ვერ ბრუნდებიან სამშობლოში.

„ზალკალიანის სახელზე გადავეცით წერილი მოთხოვნით, დაინიშნოს ოფიციალური ჩარტერული რეისები, რომლებიც ჩვენს ემიგრანტებს სჭირდებათ", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ებროპული მომავლისთვის" ხელმძღვანელმა მანანა ანდღულაძემ.

უფრო ადრე საქართველოს მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ივლისში ხუთი სპერეისია დანიშნული, რომლითაც მოქალაქეებს სანშობლოში დააბრუნებენ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. პანდემიის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, სპეცრეისებით თანამემამულეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება უზრუნველყო. ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways ახორციელებდა. ბილეთის ღირებულება, რომელიც რეისამდე ორი დღით ადრე ონლაინ იყიდებოდა, 199 ევრო იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის პერიოდში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით საქართველოში 13 256 თანამემამულე დაბრუნდა, ადგილებზე დახმარება კი 21 521 ადამიანს აღმოუჩინეს.

16
თემები:
COVID-19 საქართველოში

ჯვარი ტურისტების გარეშე: ცოტანი არიან თუ არ ჩანან? - ფოტო

31
(განახლებულია 14:50 07.07.2020)
  • ჯვარი VII საუკუნის პირველ ნახევარში აიგო
  • ჯვარი მტკვრისა და არაგვის შეერთების გვერდით მთის მწვერვალზე მდებარეობს. ამ ისტორიულ ადგილზე განსაკთრებული გარემოა
  • დღეს აქ დასასვენებლად მხოლოდ საქართველოს მკვიდრები მოდიან
  • მთიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება მტკვრისა და არაგვის შეერთების მონაკვეთსა და საქართველოს ისტორიულ დედაქალაქ მცხეთაზე
  • ადრე ამ მოედანზე უამრავი ადამიანი იყო, თუმცა ახლა აქ სიცარიელეა
  • სოციალურ ქსელებში ზოგჯერ წერენ, რომ ტურისტების გარეშე მეტი სივრცეა. თუმცა ასეთი კომენტარები იშვიათია. ადამიანები ძირითადად შემოსავლის დაკარგვას განიცდიან და საზღვრების გახსნას მოითხოვენ
  • ჯვართან მესადგომეებიც კი შემოსავლის გარეშე დარჩნენ
  • როგორც ყოველთვის, მონასტრის ტერიტორიაზე სხედან უპოვრები, თუმცა, ადრინდელი დიდი ჯგუფისგან განსხვავებით, ახლა მხოლოდ ორნი არიან
  • აქვე ახლოს არის ფოტოზონა, სადაც ტურისტები სამახსოვრო სურათებს იღებენ ხოლმე
  • მონასტერთან დაკეტილია ყველა მაღაზია, უცხოელი ტურისტების არყოფნის გამო, მათ მუშაობას აზრი არ აქვს
  • სამაგიეროდ გამოჩნდნენ ხვლიკები, რომლებიც მზეს ეფიცხებიან და არ ეშინიათ ადამიანების
  • ეს კოშკები და ციხე-სიმაგრის კედლები თითქოს ამბობენ - ჩვენ უარესებს შევსწრებივართ, ყველაფერი კარგად იქნება
  • ხედები იმდენად დამამშვიდებელია, რომ იმედის ნაპერწკალი მაინც ჩნდება
  • ასე გამოიყურება ზემოდან საქართველოს ისტორიული დედაქალაქი მცხეთა
  • მეორე მხრიდან კი კარგად ჩანს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ავტოტრასა, სადაც მუდამ ავტომობილების ნაკადია. თუმცა, გასულ წელს აქ მოძრაობა გაცილებით ინტენსიური იყო
  • ასე დარჩა ტურისტების გარეშე მცხეთაც. ახლა აქ ძირითადად მორწმუნეები მოდიან და სვეტიცხოველს სტუმრობენ
  • მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ყველა იმედს იტოვებს, რომ საზღვრები მალე გაიხსნება და საქართველოს ისტორიულ ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებს კვლავ გადაავსებენ უცხოელი ტურისტები
საქართველოში ცნობილი ისტორიული ადგილების სტუმრობებისას უცხოელი ტურისტებიის არყოფნა მომენტალურად იგრძნობა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, როგორ გამოიყურება ჯვარი და მისი მიმდებარე ტერიტორია

უკვე მერამდენე თვეა საქართველოს საზღვრები დაკეტილია და ყველაფერი, რაც ტურიზმზე იყო დამოკიდებული, უკანასკნელ იმედს კარგავს. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა კვლავ გადაიდო და რა იქნება მომავალში - ჯერ არავინ იცის.

რესტორნები და კაფეები ძირითადად ადგილობრივ დამსვენებლებზე არიან დამოკიდებული, მაგრამ ცნობილ ისტორიულ ძეგლებნთან და ღირსშესანიშნაობებთან დაკეტილია ყველა მაღაზია და ტურისტული ობიექტი. ეს გასაგებიცაა - ისინი უცხოელი ტურისტებისთვის მუშაობენ.

 

31
  • ჯვარი VII საუკუნის პირველ ნახევარში აიგო
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ჯვარი VII საუკუნის პირველ ნახევარში აიგო

  • ჯვარი მტკვრისა და არაგვის შეერთების გვერდით მთის მწვერვალზე მდებარეობს. ამ ისტორიულ ადგილზე განსაკთრებული გარემოა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ჯვარი მტკვრისა და არაგვის შეერთების გვერდით მთის მწვერვალზე მდებარეობს. ამ ისტორიულ ადგილზე განსაკთრებული გარემოა

  • დღეს აქ დასასვენებლად მხოლოდ საქართველოს მკვიდრები მოდიან
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    დღეს აქ დასასვენებლად მხოლოდ საქართველოს მკვიდრები მოდიან

  • მთიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება მტკვრისა და არაგვის შეერთების მონაკვეთსა და საქართველოს ისტორიულ დედაქალაქ მცხეთაზე
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მთიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება მტკვრისა და არაგვის შეერთების მონაკვეთსა და საქართველოს ისტორიულ დედაქალაქ მცხეთაზე

  • ადრე ამ მოედანზე უამრავი ადამიანი იყო, თუმცა ახლა აქ სიცარიელეა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ადრე ამ მოედანზე უამრავი ადამიანი იყო, თუმცა ახლა აქ სიცარიელეა

  • სოციალურ ქსელებში ზოგჯერ წერენ, რომ ტურისტების გარეშე მეტი სივრცეა. თუმცა ასეთი კომენტარები იშვიათია. ადამიანები ძირითადად შემოსავლის დაკარგვას განიცდიან და საზღვრების გახსნას მოითხოვენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    სოციალურ ქსელებში ზოგჯერ წერენ, რომ ტურისტების გარეშე მეტი სივრცეა. თუმცა ასეთი კომენტარები იშვიათია. ადამიანები ძირითადად შემოსავლის დაკარგვას განიცდიან და საზღვრების გახსნას მოითხოვენ

  • ჯვართან მესადგომეებიც კი შემოსავლის გარეშე დარჩნენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ჯვართან მესადგომეებიც კი შემოსავლის გარეშე დარჩნენ

  • როგორც ყოველთვის, მონასტრის ტერიტორიაზე სხედან უპოვრები, თუმცა, ადრინდელი დიდი ჯგუფისგან განსხვავებით, ახლა მხოლოდ ორნი არიან
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    როგორც ყოველთვის, მონასტრის ტერიტორიაზე სხედან უპოვრები, თუმცა, ადრინდელი დიდი ჯგუფისგან განსხვავებით, ახლა მხოლოდ ორნი არიან

  • აქვე ახლოს არის ფოტოზონა, სადაც ტურისტები სამახსოვრო სურათებს იღებენ ხოლმე
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    აქვე ახლოს არის ფოტოზონა, სადაც ტურისტები სამახსოვრო სურათებს იღებენ ხოლმე

  • მონასტერთან დაკეტილია ყველა მაღაზია, უცხოელი ტურისტების არყოფნის გამო, მათ მუშაობას აზრი არ აქვს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მონასტერთან დაკეტილია ყველა მაღაზია, უცხოელი ტურისტების არყოფნის გამო, მათ მუშაობას აზრი არ აქვს

  • სამაგიეროდ გამოჩნდნენ ხვლიკები, რომლებიც მზეს ეფიცხებიან და არ ეშინიათ ადამიანების
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    სამაგიეროდ გამოჩნდნენ ხვლიკები, რომლებიც მზეს ეფიცხებიან და არ ეშინიათ ადამიანების

  • ეს კოშკები და ციხე-სიმაგრის კედლები თითქოს ამბობენ - ჩვენ უარესებს შევსწრებივართ, ყველაფერი კარგად იქნება
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ეს კოშკები და ციხე-სიმაგრის კედლები თითქოს ამბობენ - ჩვენ უარესებს შევსწრებივართ, ყველაფერი კარგად იქნება

  • ხედები იმდენად დამამშვიდებელია, რომ იმედის ნაპერწკალი მაინც ჩნდება
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ხედები იმდენად დამამშვიდებელია, რომ იმედის ნაპერწკალი მაინც ჩნდება

  • ასე გამოიყურება ზემოდან საქართველოს ისტორიული დედაქალაქი მცხეთა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ასე გამოიყურება ზემოდან საქართველოს ისტორიული დედაქალაქი მცხეთა

  • მეორე მხრიდან კი კარგად ჩანს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ავტოტრასა, სადაც მუდამ ავტომობილების ნაკადია. თუმცა, გასულ წელს აქ მოძრაობა გაცილებით ინტენსიური იყო
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მეორე მხრიდან კი კარგად ჩანს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ავტოტრასა, სადაც მუდამ ავტომობილების ნაკადია. თუმცა, გასულ წელს აქ მოძრაობა გაცილებით ინტენსიური იყო

  • ასე დარჩა ტურისტების გარეშე მცხეთაც. ახლა აქ ძირითადად მორწმუნეები მოდიან და სვეტიცხოველს სტუმრობენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ასე დარჩა ტურისტების გარეშე მცხეთაც. ახლა აქ ძირითადად მორწმუნეები მოდიან და სვეტიცხოველს სტუმრობენ

  • მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ყველა იმედს იტოვებს, რომ საზღვრები მალე გაიხსნება და საქართველოს ისტორიულ ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებს კვლავ გადაავსებენ უცხოელი ტურისტები
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ყველა იმედს იტოვებს, რომ საზღვრები მალე გაიხსნება და საქართველოს ისტორიულ ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებს კვლავ გადაავსებენ უცხოელი ტურისტები