„მათი გმირობის მაგალითები გვაძლიერებს“ – ლევან იზორიამ გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი  მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე იმყოფებოდა

თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიცვალებულთა მოხსენიების დღეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირები გაიხსენა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კუკიის სასაფლაო - Sputnik საქართველო
საქართველოში დღეს გარდაცვლილებს იხსენებენ

აღდგომის მეორე დღეს საქართველოში გარდაცვლილთა ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღეს, ტრადიციულად, მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. აღდგომის მერე ორშაბათი ქვეყანაში ოფიციალური დასვენების დღეა.

ლევან იზორია მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე იმყოფებოდა.

„პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ჩვენი ქვეყნის ღირსება და მათი თავგანწირვის მაგალითები გვაძლიერებს და  გვამტკიცებს ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად და გამთლიანებისთვის“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მინისტრთან ერთად  გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, მისმა მოადგილეებმა და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებმაც მიაგეს.

ყველა ახალი ამბავი
0