ყაზახური FlyArystan-ი საქართველოში ფრენებს დაიწყებს

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან ჟენის კასიმბეკთან შეხვედრა გამართა.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ყაზახურმა ლოუკოსტერმა FlyArystan-მა შეიძლება ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიაფრენები სულ მალე დაიწყოს, იუწყება ტელეკომპანია Imedi საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრზე ნათია თურნავაზე დაყრდნობით.

ყველაზე პოპულარული ავიაკომპანიები: ვინ ლიდერობს ქართულ ბაზარზე>>>

„ვფიქრობთ, ძალიან მალე მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანის თაობაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან ჟენის კასიმბეკთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ავიაკომპანია „პობედას“ თვითმფრინავი და სტიუარდესები - Sputnik საქართველო
„პობედამ“ რუსეთიდან საქართველოში რეისების შესრულების ნებართვა მიიღო

მისი სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია იმით, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ლოუკოსტერების წყალობით ძალზე პოპულარულია, კიდევ უფრო დაიტვირთოს.

ყაზახეთში თურნავასთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე.

ამჟამად საქართველოში ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ოპერირებს. გარდა ამისა, საქართველოში საერთაშორისო მარშრუტების განხორციელებაზე თებერვალში ნებართვა მიიღო Qazaq Air-მა, თუმცა ავიაგადამზიდს რეისები ჯერ არ განუხორციელებია.

 

ყველა ახალი ამბავი
0