რატომ ქმნის ხელისუფლება გარემოსდაცვითი ომბუდსმენის აპარატს

© photo: Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia / FBლევან დავითაშვილის შეხვედრა არასამთავრობოებთან
ლევან დავითაშვილის შეხვედრა არასამთავრობოებთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოსდაცვითი ომბუდსმენის აპარატის შექმნის თაობაზე საუბარი პანკისში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ დაიწყო.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათთან გარემოსდაცვითი ომბუდსმენის აპარატის შექმნის საკითხი განიხილა, ნათქვამია სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაორმაგდება>>>

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ახალი სტრუქტურის შემადგენლობა და მისი ფუნქციები. ახალი ინსტიტუტის შექმნა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივაა.

ХХ საუკუნის დასაწყისში აშენებული ჰესი აჭარისწყალზე - Sputnik საქართველო
გოდოლაძე: სეისმურ ზონებში აშენებული ჰესები საქართველოს ძვირი დაუჯდება

დღეისათვის საქართველოში არსებობს სახალხო დამცველის, ენერგოომბუდსმენის, ბიზნესომბუდსმენის და მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტები. ყველა ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

ლევან დავითაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხზე ცალკე შეხვედრის გამართვა და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შეფასება შესთავაზა.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს წყლის დიდი რესურსი აქვს, სრულიად გასაგებია ხელისუფლების სწრაფვა ჰიდროენერგეტიკის განვითარებისკენ, რაც, მეორე მხრივ, ადგილობრივ მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევს.

საქართველოში ჰესის მშენებლობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 21 აპრილს პანკისის ხეობაში არეულობა მოხდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელ ბირკიანში მდინარე ალაზანზე ჰიდროელექტროსადგური „სამყურაწყალი 2"-ის მშენებლობის დაწყება გააპროტესტა. მოსახლეობამ პოლიციელებს ქვები და ჯოხები დაუშინა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. შედეგად დაშავდა 55 ადამიანი – 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.

საქართველოს პრემიერმა პანკისის მოსახლეობას მიმართა>>>

იმის მიუხედავად, რომ ჰესი მხოლოდ 5,4 მეგავატი სიმძლავრისაა, მოსახლეობა შიშობს, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლისთვისაც მდინარის დიდ ნაწილს მილებში მოაქცევენ, სოფელს უწყლოდ დატოვებს და გარემოს იმდენად დააზიანებს, რომ მათ სახლებიდან წასვლა მოუწევთ.

ხეობაში ვითარების განმუხტვა მას შემდეგ მოხერხდა, რაც ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ჰესის მშენებლობა არ განახლდება, ვიდრე მოსახლეობის 90% არ იქნება თანახმა.

ადრე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მუშაობს 2018-2022 წლების გარემოსა და ჯანდაცვის საკითხებში ეროვნული სამოქმედო გეგმის შექმნაზე.

გარემოს დაცვა და „მწვანე ეკონომიკის" განვითარება მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0