„ბოდიშს ვუხდი ოჯახს" – საქართველოს პრეზიდენტი 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობაზე

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის სამინისტროს სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახების ბავშვების მიმართ განსაკუთრებული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარტვილში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო აღშფოთება გამოთქვა.

პატარა ბიჭი საბავშვო სახლში - Sputnik საქართველო
ობოლ ბავშვებს სოციალური დახმარება გაეზრდებათ

შაბათს ტელეკომპანია Rustavi2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოზარდმა უკიდურესი სიდუხჭირის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოგვიანებით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა მოზარდის ნათესავები ჩაწერა, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს ბიჭის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით მიმდინარეობს.

„მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე მოუწოდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დროულად მიიღოს ზომები.

„ამიტომ აქვე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს, სასწრაფოდ დაიწყონ სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები... ბოდიშს ვუხდი ოჯახს, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

 

ყველა ახალი ამბავი
0