დღეში რამდენ საათს უყურებენ ტელევიზორს საქართველოში?

CC0 / Pixabay / ბავშვი ტელევიზორს უყურებს
ბავშვი ტელევიზორს უყურებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ტელევიზიისადმი ინტერესი შემცირდა, თუმცა მას ყოველდღიურად მოსახლეობის 86% მაინც უყურებს.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოში ტელევიზორის ყურებას ნაკლებ დროს უთმობენ, რაც გლობალური ინტერნეტიზაციით არის განპირობებული, ასეთია ქართული მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია IPM Research-ის კვლევის შედეგები.

ახალი დონე: რა სიახლეებს დანერგავს Microsoft-ი საქართველოს სკოლებში>>>

„ჩვენ ცხოვრებაში კომპიუტერის როლის ზრდასთან ერთად ტელევიზორს სულ უფრო ნაკლები ადამიანი უყურებს, თუმცა ჯერჯერობით ტელევიზია ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებად რჩება", – ნათქვამია კვლევაში.

საქართველოში ტელევიზორს ყოველდღიურად გამოკითხულთა 86% უყურებს. დღის განმავლობაში საამისოდ დროს საშუალოდ ორჯერ გამოყოფენ და თითოეულ ჯერზე – დაახლოებით 1 სთ-სა და 35 წუთს.

სამორინე - Sputnik საქართველო
თბილისის სკოლის მოსწავლეები აზარტული თამაშებით არიან გატაცებული – კვლევა

ყველაზე ერთგული მაყურებელი 55-64 წლის მოქალაქეები არიან. ისინი ტელევიზორთან წელიწადში საშუალოდ 58 დღეს ხარჯავენ. ტელევიზორით ყველაზე ნაკლებად ინტერესდებიან 34 წლამდე მოქალაქეები.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ 45 წლამდე ქალები ტელევიზორთან მამაკაცებზე მეტ დროს ატარებენ. 45 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები – როგორც ქალები, ისე მამაკაცები – ტელევიზორს თითქმის ერთნაირ დროს უთმობენ.

IPM Research-ის სპეციალისტებმა მთლიანობაში 1,2 ათასი ადამიანი გამოკითხეს. მსგავსი კვლევა კომპანიამ 2006 წელს ჩაატარა. ანალიზმა აჩვენა, რომ მას შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ტელევიზორს ორჯერ ნაკლებ დროს უთმობენ.

მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია IPM Research-ი 1995 წელს დაფუძნდა. იგი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს კვლევით ინსტიტუტებთან და მსხვილ კორპორაციებთან. კომპანია ამზადებს მარკეტინგულ, სოციალურ და პოლიტიკურ კვლევებს, შეიმუშავებს საკომუნიკაციო სტრატეგიებს, ახორციელებს საველე სამუშაოებს და ა.შ. ახორციელებს საკოორდინაციო სამუშაოებს სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში.

ყველა ახალი ამბავი
0