„ტაქსების რევოლუცია“ აღარ იქნება - ტაქსის მძღოლებმა მერიასთან მოლაპარაკებები ირჩიეს

© Sputnik / Alexander Imedashviliტაქსის მძღოლი საპროტესტო აქციაზე
ტაქსის მძღოლი საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტაქსის მძღოლები, რომლებიც ახალი რეგულაციების შემოღებას აპროტესტებენ, აცხადებენ, რომ თბილისის მერიასთან მოლაპარაკებები გრძელდება

თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. თბილისში საპროტესტო აქციების მონაწილე ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვალერი ქადაგიშვილმა პარტიებს მოუწოდა ისინი თავის პოლიტიკურ თამაშებში არ აიყოლიონ, იუწყება პირველი არხი.

„რეფორმა გაგრძელდება!“ - კალაძემ მომიტინგე მძღოლებს უპასუხა >>

გასულ კვირაში თბილისში გაიმართა ბოლო საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორი იყო „ლეიბორისტული პარტია“. მასში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ასეულმა მძღოლმა, რომლებმაც რეგულაციების ორი წლით გადავადება მოითხოვეს.  მათ სურთ „ტაქსაობა“ ნებისმიერი ფერის, მათ შორის მარჯვენასაჭიანი მანქანებით, ასევე მოითხოვენ ტრაფარეტის დადგმის ნებართვას, რათა მგზავრის ქუჩიდან აყვანა შეძლონ.

„საინიციატივო ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ ავყვეთ არანაირ პოლიტიკურ ძალას პოლიტიკურ თამაშებში და ბრძოლა გავაგრძელოთ სუფთა ხელებით. ვართ მერიასთან მოლაპარაკებების რეჟიმში, რიგ საკითხებში მივაღწიეთ შეთანხმებას და მიმდინარეობს პროცესი. ეს პროცესი გაგრძელდება, ვთანამშრომლობთ ძალიან მჭიდროდ. ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებთ, რომ წინასწარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ... დესტაბილიზაცია და არეულობა არავის სჭირდება", - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ვალერი ქადაგიშვილი.

საინიციატივო ჯგუფის წევრები ხუთშაბათს აპირებენ საინფორმაციო აქციის გამართვას, რათა საკითხით დაინტერესებულ სხვა მძღოლებს მერიაში გამართული მოლაპარაკებების დეტალები გააცნონ.

ქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით 2018 წელს თბილისში დაიწყო რეფორმა, რომელიც ტაქსით უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი თბილისში ორი – A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ. A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელების ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს.

ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
ტაქსის გადაღებვა საჭირო აღარ იქნება – თბილისის მერია ნაწილობრივ დათმობაზე მიდის

რეფორმის თანახმად, A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკირების ადგილია და ჯერჯერობით მისით ყველა ტაქსი სარგებლობს.

ტაქსისტებს 1 მარტიდან უფასოდ ავტომობილების თეთრად გადაღებვისა და სალონის ქიმწმენდის ვაუჩერები ურიგდებათ. ვაუჩერებს აძლევენ იმ ტაქსისტებს, რომლებმაც ლიცენზია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე მიიღეს და რომელთა ავტომობილებმა ტექნიკური ინსპექტირება წარმატებით გაიარეს.

„ტაქსების რევოლუცია“ - ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას ემუქრებიან >>

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილებით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.

ყველა ახალი ამბავი
0