ციხე

არა ციხეს: რუსთავში აქციის მონაწილეებმა, შესაძლოა, კარვები გაშალონ

97
(განახლებულია 19:36 15.04.2019)
თეა წულუკიანის განცხადებით, რუსთავში ციხის მშენებლობის საკითხზე ულტიმატუმის ენას ვერ მიიღებს

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. რუსთავში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებმა, შესაძლოა, კარვები გაშალონ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„არა ციხეს“, – ამ ლოზუნგით რუსთავში უკვე მეხუთე დღეა,  საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლები ციხის მშენებლობის შეჩერებასა და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი თქმით, ახალი ციხე დასახლებასთან ძალიან ახლოს მდებარეობს, რაც, გარდა იმისა, რომ უსაფრთხოების კუთხით ქმნის პრობლემებს, დასახლებას განვითარების პერსპექტივასაც უკარგავს.

რუსთავის მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ციხის მშენებლობის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ, დღეს, 21:00 საათზე შეიკრიბებიან.

ორგანიზატორების განმარტებით, დღეს გადაწყდება, პროტესტის რა ფორმას მიმართავენ და პროტესტის ნიშნად კარვების გაშლასაც არ გამორიცხავენ.

აქციის მონაწილეებმა  გუშინ რუსთავის ცენტრალური გზა რამდენჯერმე გადაკეტეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს კი გადაწყვეტილების შესაცვლელად 24-საათიანი ვადა მისცეს. მათ მოთხოვნას დღეს წულუკიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რუსთავში ციხის მშენებლობის საკითხზე ულტიმატუმის ენას ვერ მიიღებს, თუმცა, კონსულტაციებისთვის მზად არის.

97
თემები:
საქართველოს რეგიონები (29)