ისრაელმა საბავშვო ანსამბლი „გორდა“ ქვეყანაში არ შეუშვა

გამოწერა
ჯგუფში სულ 17 ადამიანია, აქედან ბავშვი მხოლოდ ხუთია.

თბილისი, 15 აპრილი  — Sputnik. ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

17 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ამ დროისთვის აეროპორტის სადეპორტაციო განყოფილებაში იმყოფება. მათ შორის ხუთი ბავშვია.  ანსამბლ „გორდას“ წევრები ისრაელში ერთ–ერთ საბავშვო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდნენ. 

იერუსალიმი - Sputnik საქართველო
საქართველოდან ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კვირას ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან საქართველოს საკონსულში შევიდა ინფორმაცია საზღვარზე შემოწმების მიზნით ანსამბლის შეფერხების შესახებ.

„მესაზღვრეებისთვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით და ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი, დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ პირები. შესაბამისად, მათ უარი ეთქვათ ისრაელში შესვლაზე“, – განუცხადეს ტელეარხს საგარეო უწყებაში.

ისრაელში საქართველოს კონსული უკვე ესაუბრა ანსამბლის ხელმძღვანელს. ისრაელის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფის შემადგელობაში იყვნენ ბავშვები, თანახმა იყო მიეცათ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის შეეძინათ ბილეთები საქართველოში დასაბრუნებელ უახლოეს რეისზე, თუმცა მშობლებმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად, ისინი თბილისში დაბრუნებას მხოლოდ 17 აპრილს შეძლებენ. სწორედ ამ დღეს აქვს თბილისში უახლოესი შემდგომი რეისი დაგეგმილი კომპანია myway-ს, რომლითაც ქართველები ისრაელში ჩავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ხუთი ბავშვიდან მშობლები თან ახლავს სამს, ორი ბავშვი მშობლის გარეშეა.

ყველა ახალი ამბავი
0