საქართველოში სიყვარულის დღეს აღნიშნავენ

© Sputnik / Levan Avlabreliწყვილი მშვიდობის ხიდთან
წყვილი მშვიდობის ხიდთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სიყვარულის დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება — 14 თებერვალსა და 15 აპრილს.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოში 15 აპრილს სიყვარულის დღეს აღნიშნავენ. ეს დღესასწაული საქართველოში უკვე ოცდამეექვსედ აღინიშნება.

ახალგაზრდა ქართველი უცოლო მამაკაცების ტოპ-5>>>

სიყვარულის დღედ 15 აპრილი საქართველოში 1993 წელს დაწესდა ჟურნალისტისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის ბესიკ ჩუბინიძის ინიციატივით. აღსანიშნავია, რომ 15 აპრილი მისი ინიციატორის დაბადების დღეც არის და მან ეს დღესასწაული თავის საყვარელ მეუღლეს — მაიას მიუძღვნა.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
სიყვარული ქართულად, ანუ Love Story-ს ტოპ-ხუთეული საქართველოდან

შოუმენის წამოწყებამ ნაწილობრივ გაამართლა — საქართველოში ახალი დღესასწაულის დაწესებას ენთუზიაზმით შეხვდნენ, თუმცა არც დასავლურ „ვალენტინობაზე“ უთქვამთ უარი.

ასე რომ, ახლა ჩვენში სიყვარულის დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება — 14 თებერვალსა და 15 აპრილს.

ქართული სიყვარულის დღე შეიქმნა როგორც ევროპული „ვალენტინობის" ალტერნატივა, თუმცა ქართველ შეყვარებულებს ეს ხელს არ უშლის, რომ ორივეჯერ აღნიშნონ სიყვარულის დღესასწაული.

ტრადიციულად ამ დღეს შეყვარებულები ერთმანეთს რომანტიკულ საჩუქრებს ჩუქნიან.

საინტერესოა, რომ 15 აპრილს სიყვარულის დღეს ასევე აღნიშნავენ ყაზახეთში, სადაც ეს დღესასწაული 2011 წელს დაწესდა.

ყველა ახალი ამბავი
0