პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა მოსწავლეებში

თბილისში პროექტი „პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა მოსწავლეებში“ მიმდინარეობს

146
(განახლებულია 19:38 14.04.2019)
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის“ ინიციატივით 27 მარტიდან მიმდინარეობს

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. თბილისის მერიის კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამოქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი სახელწოდებით „პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა მოსწავლეებში“.

ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის“ ინიციატივით 27 მარტიდან დაიწყო და გაგრძელდება მაისის პირველ რიცხვებამდე.

პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა მოსწავლეებში
photo: courtesy of Public opinion
პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა მოსწავლეებში

პროექტს წინ უძღოდა ორგანიზაციის მეირ განხორციელებული კვლევა, რომელიც მოიცავდა როგორც მომავალ აბიტურიენტებს, ასევე სტუდენტებს.

„კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში პროფესიისა და კერძოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევა ხდება ოჯახის წევრებისა და მეგობრების რჩევებზე დაყრდნობით. ხშირია შემთხვევა, როდესაც მათი მოლოდინები და არსებული რეალობა აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც უიმედობასა და ხშირ შემთხვევაში მომავალი პროფესიის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას იწვევს“, - აღნიშნა „საზოგადოებრივი აზრის“ პრეზიდენტმა მიხეილ დიაკონიძემ.

photo: courtesy of Public opinion
პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა მოსწავლეებში

ორგანიზაცია პროექტის ფარგლებში ახორციელებს 600-ზე მეტი მოსწავლის ვიზიტს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლის დროსაც ბენეფიციარებს ხვდებიან როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე აკადემიური პერსონალი და აქტიური სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი მოსწავლეებს ადგილზე აცნობენ საგანმანათლებლო პროცესს, ესაუბრებიან სასწავლებელში არსებულ პროექტებზე, როგორც ფორმალური ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით.

გარდა ამისა, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მცირე ექსკურსიის სახით მოინახულონ სასწავლებლის ბაზები და გაეცნონ არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა მოსწავლეებში
photo: courtesy of Public opinion
პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა მოსწავლეებში

პროექტში ჩართულია შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი;

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;

პროექტში ჩართულია ასევე შემდეგი კოლეჯები:

საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“;

საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“;

პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“.

პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა მოსწავლეებში
photo: courtesy of Public opinion
პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა მოსწავლეებში

ამ ეტაპისთვის პროექტში მონაწილეობა მიიღო 147-მა სკოლის მოსწავლემ.

პროექტი მაისის შუა რიცხვებში დასრულდება და დასკვნით ნაწილში დაგეგმილია შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც მოხდება განხორციელებული პროექტის შეფასება და შედეგების პრეზენტაცია.

146
თემები:
განათლება საქართველოში (36)