თსუ-ს შენობა

თბილისში „განათლების საერთაშორისო გამოფენა - თბილისი - 2019“ მიმდინარეობს

84
(განახლებულია 14:18 14.04.2019)
გამოფენაში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „განათლების საერთაშორისო გამოფენა - თბილისი -2019" მიმდინარეობს, ინფორმაციას ავრცელებს საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge.

გამოფენაში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები.

გამოფენაში მონაწილეობს ასევე ყველა ის ძირითადი საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიები აქვთ გამოყოფილი.

„ღონისძიებაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების პროგრამები, სტიპენდიები, გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ღონისძიების ორგანიზატორის ნათია წიქარაძის განცხადებით, გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებითა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით.

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge.

გამოფენა „ქორთიარდ მარიოტში“ 17:00 საათამდე გაგრძელდება.

84
თემები:
განათლება საქართველოში (69)