„ამოტრიალებული ავტომობილის“ ინსტალაცია თბილისში

ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები ბათუმი-ქობულეთის ავტობანზეც გამოჩნდა

128
(განახლებულია 16:11 13.04.2019)
კამპანიის მიზანი ავტოსატრანსპორტო შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლაა.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები გამოჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ეს სოციალური კამპანიის გაგრძელებაა და დედაქალაქში დადგმულ ინსტალაციებს, ავარიის შედეგად დაზიანებულ, ამობრუნებულ ავტომანქანებს უკავშირდება.

იდეის ავტორის ვინაობა ამ დრომდე უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით,  ინსტალაციები ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიის აქციის ნაწილია. საზოგადოების აზრით, ასეთ ინსტალაციებს დგამდნენ იმ ადგილებში, სადაც მძიმე ავტოავარიები მოხდა. მსგავსი ინსტალაციები მრავლად არის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

მსგავსი ინსტალაციები დგას თბილისში, ვაკის პარკთან, საბურთალოს რაიონში და პეკინზე.

კამპანიის მიზანი ავტოსატრანსპორტო შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლაა. 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს საქართველოში 459 ადამიანი ემსხვერპლა.

128
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (69)