საგანმანათლებლო აქცია „ტოტალური კარნახი“

საქართველოს მოქალაქეები შეამოწმებენ თავის ცოდნას პროექტში „ტოტალური კარნახი“

84
(განახლებულია 12:59 13.04.2019)
„ტოტალურ კარნახს“ წელს მომღერალი ირმა სოხაძე წაიკითხავს

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ მონაწილეობას საგანმანათლებლო პროექტში „ტოტალური კარნახი“ „Sputnik–საქართველოს" პრეს-ცენტრში თბილისში, რომელიც აქციის საინფორმაციო პარტნიორია.

„ტოტალური კარნახი" – ენის ნოსტალგია, ანუ რატომაა მოდური იყო განათლებული>>>

„ტოტალური კარნახი" – მსოფლიო პროექტია, რომელიც აერთიანებს ყველას, ვინც იცის ან ვისაც სურს რუსულად საუბარი და წერა იცოდეს. 13 აპრილს საგანმანათლებლო აქცია მეთხუთმეტედ გაიმართება და 80 ქვეყანაში შეკრებს ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს შეამოწმოს საკუთარი ცოდნა. წელს „ტოტალური კარნახის" დედაქალაქი ტალინი გახდება.

„წელს მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ „Sputnik–საქართველოს" პრეს-ცენტრში ასეთი მასშტაბის საგანმანათლებლო პროექტს. კარნახს წაიკითხავს ცნობილი ქართველი მომღერალი, პოეტი ირმა სოხაძე. ისინი, ვინც სწავლობს რუსულ ენას როგორც უცხოურს, შეძლებენ გაიარონ ტესტი TruD. გელოდებით!“, - განაცხადა პროექტ „Sputnik-საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ.

მისი თქმით, სააგენტო უკვე მესამე წელია „ტოტალური კარნახის“ საინფორმაციო პარტნიორია.

„Sputnik საქართველოს" პრეს-ცენტრი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მულტიმედიური საინფორმაციო მოედანია, რომელიც აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე ტექნიკით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ერთდროულად ვიდეო-კონფერენციების ორგანიზების საშუალებას იძლევა.

„Sputnik-საქართველომ" (sputnik-georgia.com) ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო და ამ დროისთვის საქართველოში ინტერნეტ-მედიის ლიდერია*. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი.

Sputnik-ი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონულ მულტიმედიურ ინტერნეტ–საიტებს 32 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქსა და ინტერნეტში.

Sputnik-ი 24-საათიან რეჟიმში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან გამოცემებს გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ და სპარსულ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 60 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik China-ს აკაუნტის ხელმომწერთა რაოდენობა „ვეიბოში“ 10 მილიონს აჭარბებს. მთელ მსოფლიოში ტოკიოდან მონტევიდეომდე 22  სარედაქციო ცენტრში ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი შედის მედიაჯგუფ Россия сегодня-ში. Sputnik-ის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

84