თბილისის საქალაქო სასამართლო

სასამართლომ ბაგრატიონების საქმე განუხილველად დატოვა

143
სამეფო ტიტულის გარდა, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ ქმარს მის მიმართ ჩადენილ ძალადობასაც ედავება.

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სარჩელის განხილვა შეწყვიტა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს სამეფო გვარის ბაგრატიონ-გრუზინსკების წარმომადგენლებმა ნუგზარ ბაგრატიონმა და მისმა ქალიშვილმა ანამ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, ანას ყოფილ მეუღლეს საქართველოს სამეფო სახლის სიმბოლიკის უკანონოდ გამოყენებაში დასდეს ბრალი და სასამართლოში უჩივლეს.

დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს დავა კოლეგიური (სამი მოსამართლის) შემადგენლობით უნდა განეხილა, თუმცა დღეს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ სარჩელის განხილვაზე ბაგრატიონ-გრუზინსკებს საერთოდ უარი უთხრა.

სამეფო ტიტულის გარდა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ ქმარს მის მიმართ ჩადენილ ძალადობასაც ედავება, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ 2009 წელს იქორწინეს. ქორწილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართველმა მონარქისტებმა ქორწილი ისტორიულ მოვლენად შეაფასეს. ორი წლის შემდეგ წყვილს ვაჟი გიორგი შეეძინა. თუმცა დავითისა და ანას ოჯახურმა თანაცხოვრებამ დიდხანს არ გასტანა და 2013 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

 

143
თემები:
სკანდალი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახში (12)
ქრისტინე იმედაძე

ქრისტინე იმედაძე დედასთან ერთად პირველად გამოჩნდა - ნახეთ როგორ გვანან დედა-შვილი

21
(განახლებულია 16:04 09.07.2020)
ქრისტინე იმედაძე უმშვენიერეს დედასთან ერთად პოზირებს. მომღერალმა რამდენიმე წლის წინ გადაღებული სურათი გამოაქვყნა. როგორ გამოიყურება ტელესახის დედა?

მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის პირად ცხოვრებას ადამიანები ინტენსიურად განიხილავენ. იმედაძე რამდენიმე სკანდალით არის ცნობილი, მის გათხოვებასა და დაშორებაზე დღემდე საუბრობენ. ყოფილმა ბალერინამ მომღერლობა ისურვა, შემდეგ ტელეეკრანებზე გადაინაცვლა, ახლა კი დიზაინერობას წარმატებით ჩასჭიდა ხელი. საკუთარი ძალებით დიზაინერული სახლი „სამი“ დააფუძნა და ქალბატონებს გემოვნებიან ტანისამოსს უქმნის. ხელოვნებისადმი სიყვარული მას დედამ ჩაუნერგა.

ირმა გოგლიძე პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. ქრისტინეს დედა წლების მანძილზე ხელოვნების ინსტიტუტში მუშაობდა, თუმცა რთული პერიოდის გამო მან საყვარელი სამსახური მიატოვა. მოგვიანებით ირმა გოგლიძემ სამკაულების შექმნით დაინტერესდა. სულ ერთი წლის წინ  კოლექციის შექმნა დაიწყო, რომელიც წარმატებულ ქართველ ქალბატონებს ამშვენებს. მის კოლექციებში სხვადასხვა ქვა დომინირებს, რომლებსაც, როგორც თავად ყვება, მოგზაურობის დროს პოულობს და საქმის გასაგრძელებლად ჩამოაქვს. ირმა გოგლიძეს რამდენიმე გამოფენაც ჰქონდა. ცნობილი ქართველი მსახიობის სილამაზე და ტანწერწეტობა გენეტიკამაც განსაზღვრა. დედა-შვილი ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

იმედაძის კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე და ქრისტინე ჯერ კიდევ თინეიჯერები იყვნენ. მისი პირადი ცხოვრება რამდენჯერმე გახდა განხილვის საგანი, ხშირად სხვადასხვა სიმპათიურ ფეხბურთელთან აწყვილებდნენ, თუმცა ოფიციალურად ქრისტინე მხოლოდ ერთხელ იყო გათხოვილი. მისი რჩეული ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია იყო. ცნობილია, რომ 39 წლის სპორტმენმა კარიერის საუკეთესო წლები უკრაინის საფეხბურთო კლუბ „მეტალისტს“ დაუკავშირა.

დაოჯახებისას ლაშა 29 წლის იყო. წყვილს ერთი ქალიშვილი ტაისია შეეძინა. მათი ურთიერთობა საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა. ქრისტინემ და ლაშამ სულ წელიწად-ნახევარს იცხოვრეს ერთად. ქრისტინე და ტაისია განსაკუთრებული დედაშვილობით გამოირჩევიან. მომღერლის მზრუნველობა და აღზრდის განსაკუთრებული უნარი სოციალურ ქსელშიც კარგად ჩანს. ტაისიას მამას ძალიან ამსგავსებენ, თუმცა გრძელფეხება გოგონა აღნაგობით დედას ემსგავსება. ბოლო წლების მანძილზე ქრისტინე იმედაძის და ცნობილი მილიონერის თოშა ქებურიას სიყვარულის ისტორიაზეც საუბრობდნენ. თუმცა, მომღერალმა ურთიერთობა არ დაადასტურა.

ქრისტინე იმედაძე მშობლებთან ერთად გადაღებულ სურათებს იშვიათად აქვეყნებს. მის სოციალურ ქსელში ქალიშვილთან გატარებული დრო მეტად აქტუალურია. დედა-შვილი დიდ ყურადღებას იქცევს. Instagram- ზე ქრისტინემ დედის სურათის გამოქვეყნება სოციალური ქსელის გამოკითხვის შედეგად გადაწყვიტა. თაყვანისმცემლებს აინტერესებდათ, თუ როგორ გამოიყურება ვარსკვლავის დედა. „დედასთან ერთად გადაღებული ფოტო დადე“,- სთხოვა იმედაძეს ერთგულმა თაყვანისმცემელმა. როგორც ჩანს, გადატვირთული გრაფიკის გამო, ქრისტინე მშობლებს არც ისე ხშირად ნახულობს. ამიტომ, მომღერალმა ძველი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - „სხვა ვერ ვიპოვე“.

21
თემები:
სელებრითების ცხოვრება
დავით ზალკალიანი

ვინ და რატომ ბრუნდება საქართველოში - მთავრობა თანამემამულეებს სამშობლოში აბრუნებს

33
(განახლებულია 16:23 09.07.2020)
ფრენებს განახორციელებენ ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air. ბილეთის ღირებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ევრო იქნება.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. თანამემამულეებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვთ, მთავრობა ავიარეისების სამ ვარიანტს სთავაზობს, პარალელურად ეკონომიკის სამინისტრო რეგულარული ფრენების განახლების თაობაზე სხვადასხვა ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, აგვისტოდან დღემდე არსებულ რეგულარულ რეისებს ახალი მიმართულებები დაემატება, რაც სქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნების დამატებითი შესაძლებლობა იქნება.

„ეკონომიკის სამინისტრო რეგულარული რეისების განახლების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკვე დადასტურებულია, რომ Lufthansa რეგულარულ რეისებს განაახლებს და აგვისტოს პირველი რიცხვებიდან კვირაში ორჯერ ფრენებს განახორციელებს. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები AirBaltic-თან და AirFrance-თან ფრენების განახლების შესახებ, პლუს ერთი ვარიანტია - Georgian Airlines-ი, რომელიც ვენაში, ამსტერდამსა და თელ-ავივში კომერციულ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს", - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას იმ სპეცრეისებითაც შეძლებენ, რომლებიც, როგორც პანდემიის პერიოდში, მთავრობის მხარდაჭერითა და სახელმწიფოს სუბსიდირებით შესრულდება.

„ერთ-ერთი ვარიანტი - სპეციალური რეისებია, რომლებიც ჩვენ აღვადგინეთ. მათ ორი ავიაკომპანია Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებს. რეისების სუბსიდირებას სახელმწიფო განახორციელებს. ბილეთების ფასი 200 ევროს არ აღემატება - მიმართულებებია ვარშავა, ათენი, რომი, მადრიდი. ყველა ამ მიმართულებიდან სპეცრეისები თანამემამულეების ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით განხორციელდება. პროცესი შეიძლება აგვისტოსა და სექტემბერშიც გაგრძელდეს. ეს დამოკიდებული იქნება მოთხოვნაზე, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენი საელჩოებიდან ყოველდღიურად ვიღებთ... ამ ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ამ მიმართულებების გადახედვა, მაგრამ ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ეს სპეცრეისები გაგრძელდება", - განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის პერიოდში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით საქართველოში 12 720 თანამემამულე დაბრუნდა, ადგილებზე დახმარება კი 22 391 ადამიანს აღმოუჩინეს.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. პანდემიის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, სპეცრეისებით თანამემამულეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება უზრუნველყო. ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways ახორციელებდა. ბილეთის ღირებულება, რომელიც რეისამდე ორი დღით ადრე ონლაინ იყიდებოდა, 199 ევრო იყო.

დღეს Georgian Airways-ი კომერციულ ჩარტერულ რეისებს ვენის, ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით განახორციელებს.

ფრენებს განახორციელებს Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლის სრული დაცვით.

33
თემები:
COVID-19 საქართველოში
ადამიანი და მაიმუნი

მაიმუნი ქალის გახდას შეეცადა: ვრცელდება ინციდენტის ვიდეო

0
(განახლებულია 16:01 09.07.2020)
ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ახტება მაკაკა ქალს მუხლებზე და როგორ დაჟინებით ცდილობს ის სამოსის ქვეშ შეხედვას

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მაკაკა ბრიტანელი ტურისტი ქალის გახდას შეეცადა, შემთხვევა ვიდეოკადრებზე ქალის მეგობარმა აღბეჭდა, იუწყება გამოცემა Daily Mail-ი.

​ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ირლანდიელი 38 წლის ჯილ პორტერი უბუდეში მაიმუნების ტყეს სტუმრობდა. როგორც კი ქალი მერხზე ჩამოჯდა, მუხლებზე პატარა კიბორჩხალაჭამია მაკაკა შეახტა. თავიდან მაიმუნი მისთვის შორტების გახსნას შეეცადა, მერე კი მკერდზე მაისურში ჩახედა და თმაზე მოქაჩა.

პორტერის თქმით, თავიდან  შეეშინდა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ საშიში არაფერი იყო.

„ვფიქრობ, მაიმუნი მშიერი იყო და უბრალოდ საჭმელს ეძებდა“, — ივარაუდა ქალმა.

კიბორჩხალაჭამია მაკაკები მცირე ზომის მაიმუნებია, რომლებიც სიგრძეში 60-65 სანტიმეტრამდე იზრდებიან და 8,5 კილოგრამს იწონიან. 2011 წლის მონაცემებით, უბუდეში მაიმუნების ტყეში 600-ზე მეტი მაკაკა ბინადრობდა.

0
თემები:
მსოფლიო დღეს