სკანდალის ახალი დეტალები ქართულ სამეფო ოჯახში - ადვოკატი საინტერესო ფაქტებზე საუბრობს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისამეფო დინასტიის მემკვიდრეთა ქორწილი
სამეფო დინასტიის მემკვიდრეთა ქორწილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და სამეფო ოჯახის ირგვლივ განვითარებული სკანდალის ახალ დეტალებზე ისაუბრა

როგორც ცნობილია, საქართველოს სამეფო გვარის ბაგრატიონ-გრუზინსკების წარმომადგენლებმა – ნუგზარ ბაგრატიონმა და მისმა ქალიშვილმა ანამ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, ანას ყოფილ მეუღლეს, საქართველოს სამეფო სახლის სიმბოლიკის უკანონოდ გამოყენებაში დასდეს ბრალი და სასამართლოში უჩივლეს.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ 2009 წელს იქორწინეს. ქორწილი საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართველმა მონარქისტებმა ქორწილი ისტორიულ მოვლენად შეაფასეს. ორი წლის შემდეგ წყვილს ვაჟი გიორგი შეეძინა. თუმცა დავითისა და ანას ოჯახურმა თანაცხოვრებამ დიდხანს არ გასტანა და 2013 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

ანა ბაგრატიონმა პოლიციას ჩვენება მისცა და ყოფილი მეუღლე, თავად დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მათი საერთო შვილის თვალწინ ცოლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში დასდო ბრალი.

ორიოდ სიტყვით, გაქცევის მიზეზებზე

„ბუნებრივია, მართალი ადამიანები არსად არ გარბიან, არამედ თავიანთ სიმართლეს იცავენ. თუმცა ამ ადამიანმა გაქცევა არჩია, რითაც ყველანი კიდევ უფრო მეტად დაგვარწმუნა იმაში, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდის“, - განაცხადა გორელაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოდან ესპანეთში გაემგზავრა, რაც იმით ახსნა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მისი ადვოკატის, ლევან ჩხეიძის სიტყვებით, დავითი იმაზეც ფიქრობს, რომ საქართველოში საერთოდ აღარ დაბრუნდეს.

სამეფო ოჯახი - Sputnik საქართველო
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ჩვენება მისცა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა კი ქვეყანა დატოვა

გრუზინსკის ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ დავითის დედა ცუდად ხუთშაბათს, ღამით გახდა, თუმცა დავითი ყოფილ მეუღლეს ტელეფონით ჯერ კიდევ ოთხშაბათს დაემშვიდობა.

„ძალიან უცნაური ზარი იყო. იგი ცრემლებამდე აღელვებული იყო. ისტერიულად ითხოვდა ანასგან, ყურადღება არ მოეკლო და კარგად აღეზარდა მათი შვილი გიორგი, რაც მისი მხრიდან ძალიან უცნაური იყო“, - განაცხადა გორელაშვილმა.

მისი სიტყვებით, ბაგრატიონ-მუხრანელი იმ მომენტში ფხიზელი კაცის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა: საუბრობდა არეულად და არ პასუხობდა ანას კითხვებს.

„საუბრის ბოლოს იგი ანას დაემშვიდობა. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი დამშვიდობება. ეს ისეთი დამშვიდობება იყო, თითქოს მან იცოდა, რომ ამ ადამიანს ცხოვრებაში აღარასდროს ნახავდა. სწორედ ეს გახდა მინიშნება იმისა, რომ მან საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ამასთანავე, როგორც გორელაშვილმა მიუთითა, ბაგრატიონ-მუხრანელმა თვითმფრინავის ბილეთი უფრო ადრე შეიძინა, ვიდრე დედამისის შეუძლოდ ყოფნის შესახებ გახდებოდა ცნობილი. ამგვარად, ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მხოლოდ ქვეყნის დატოვების საბაბი იყო.

გაქცეული თუ პროტეჟე?

გორელაშვილმა ყურადღება გაამახვილა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის განცხადებაზე, რომ იგი შეიძლება გახდეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი.

„ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი არ არის ის ფიგურა, რომ ვინმეს აზრად მოუვიდეს მისი პოლიტიკური დევნის ობიექტად ქცევა. ამასთანავე, თუ იგი ამ ხელისუფლებისგან რამეს იღებს კიდეც, ეს მხოლოდ მხარდაჭერაა“, - ხაზი გაუსვა ადვოკატმა.

გორელაშვილის მტკიცებით, ბაგრატიონ-მუხრანელი ქართველი მაღალჩინოსნების მხარდაჭერით სარგებლობდა.

ადვოკატს გაუჭირდა პასუხის გაცემა ჟურნალისტების კითხვაზე იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი ჩინოვნიკი ლობირებდა ბაგრატიონ-მუხრანელის ინტერესებს, თუმცა დასძინა, რომ არსებობს გარკვეული გარემოებები, რომლებიც აღნიშნულ ფაქტზე მიუთითებს.

ქართული სამეფო კარის თამაშები - Sputnik საქართველო
ქართული "სამეფო კარის თამაშები"

„თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ 2017 წლის მარტში დავითი ქართული სამეფო ოჯახის სახელით ბრიტანეთის სამეფო კარზე და ბუკინგემის სასახლეში იმყოფებოდა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბრიტანულ ოჯახს მოუწია თავის მართლება იმის გამო, თუ როგორ მიიღეს იგი სასახლეში“, - აღნიშნა გორელაშვილმა.

მოგვიანებით, ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის სიტყვებით, წარმოდგენილ იქნა ოფიციალური წერილი იმის თაობაზე, რომ ბაგრატიონ-მუხრანელის ვიზიტი საქართველოს ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული.

იყო თუ არა ძალადობა?

ანა ბაგრატიონმა პოლიციას ჩვენება მისცა და ყოფილი მეუღლე, თავად დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მათი საერთო შვილის თვალწინ 2014 წლის 9 მაისს ცოლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში დასდო ბრალი.

ოჯახის ადვოკატის თქმით, ინციდენტი საგურამოში, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სახლში მოხდა. ამ დროს ისინი უკვე დაშორებული იყვნენ, მაგრამ იმისთვის, რომ ბავშვს მამასთან ურთიერთობა ჰქონოდა, ანა შვილთან ერთად პარასკეობით, შაბათობითა და კვირაობით საგურამოში ჩადიოდა ხოლმე. მამა-შვილის ურთიერთობის გრაფიკი ყოფილ მეუღლეებს წინასწარ ჰქონდათ შეთანხმებული.

როგორც მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ განაცხადა, 2013 წელს განქორწინების შემდეგ ანას და დავითს არცერთი ღამე არ გაუთენებიათ ერთ ჭერქვეშ. თუმცა, გორელაშვილის თქმით, ეს სიცრუეა და ამის მტკიცებულებაც არსებობს.

ძეგლი - Sputnik საქართველო
„მე ნაპოლეონ ბონაპარტი ვარ" – სამეფო გარჩევებმა სოცქსელი ააფეთქა

„ეს მტკიცებულებებია სატელეკომუნიკაციო კომპანიის დეტალური ამონაწერი, სადაც ჩანს, რომ 2013 წლის შემდეგ ანას ტელეფონი 700-ზე მეტჯერ იყო დაფიქსირებული საგურამოს სატელეკომუნიკაციო ანძის მიღების ზონაში“, - განაცხადა ადვოკატმა.

მათ შორის, ანა ბაგრატიონ-მუხრანელის ტელეფონი საგურამოს სატელეკომუნიკაციო ანძის მიღების ზონაში დაფიქსირდა 2014 წლის 9 მაისსაც - სწორედ იმ დღეს, როდესაც, როგორც ბრალდების მხარე ამტკიცებს, ქალი ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამასთან, ადვოკატმა განაცხადა, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ტელეფონი ასევე დაფიქსირდა იმავე ზონაში იმავე პერიოდში.

„ეს ადასტურებს, რომ 2014 წლის 9 მაისს ყოფილი მეუღლეები საგურამოში იმყოფებოდნენ, რაც ეწინააღმდეგება იმას, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში გვესმოდა დავით ბაგრატიონის წარმომადგენლისგან“, - აღნიშნა გორელაშვილმა.

მისი სიტყვებით, არსებობს სხვა მრავალი გარემოება, რომელიც ანა ბაგრატიონის სიმართლეს ადასტურებს, მაგრამ ბრალდების მხარე ჯერ თავს იკავებს მათი გასაჯაროებისგან.

ყველა ახალი ამბავი
0