საიდან ხვდება სისხლში ტყვია: თბილისში კვლევა ჩაატარეს

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკშისისხლის ცენტრი
სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევის შედეგების საფუძველზე მისმა ავტორებმა სახელმწიფო სტრუქტურებს რეკომენდაციები მისცეს.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. გარემოს დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეისწავლეს თბილისის ქუჩების მტვრის, ასევე ოჯახებში საყოფაცხოვრებო ნივთების ნიმუშები, რომლებშიც ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია თბილისში გაიმართა. კვლევის მთავარი მიზანი იყო დაბინძურების წყაროების გამოვლენა იმ თბილისურ ოჯახებში, რომელთა წევრებსაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აქვთ.

ქართული სუნელები - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ? რიგ პროდუქტებში ტყვია აღმოაჩინეს

ნიმუშები აიღეს 17 ოჯახში. ამ ოჯახების 29 წევრს, მათ შორის 19 ბავშვს, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აქვს.

სულ შეისწავლეს 268 ნიმუში. აქედან 84 იყო კვების პროდუქტები და წყალი, ხოლო 184 ნიმუში – საყოფაცხოვრებო ნივთი (სათამაშო, კოსმეტიკა, ჰიგიენის საშუალება, სამშენებლო მასალები და სხვა).

სპეციალისტებმა აიღეს ნიმუშები კედლის საღებავიდან, იატაკიდან, ჭურჭლიდან, კვების პროდუქტებიდან, სათამაშოებიდან. ნიმუშები გაგზავნეს "ხარისხის ლაბორატორიაში".

საიდანაა სახლებში ტყვია? მოხალისეები თბილისურ ოჯახებს შეისწავლიან>>

კვლევამ აჩვენა, რომ ტყვიის გავრცელების საშიში წყაროებია სამშენებლო და სარემონტო საშუალებები, სათამაშოები, სუნელები, კოსმეტიკა, კვების პროდუქტები და ა.შ.

ტყვიის შემცველობაზე ნიმუშების შემოწმების შედეგები

წყაროს დასახელება ნიმუშის რაოდენობა ნიმუშები ტყვიის შემცველობით
კვების პროდუქტები 84 5
სათამაშოები 77 19
სამშენებლო მასალები 34 13
კოსმეტიკა 22 2
საოჯახო და სამზარეულოს ნივთები 21 1
ბიჟუტერია 3 1
სხვადასხვა 5 1

კვლევის ავტორები საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს აძლევენ. კერძოდ, ისინი ურჩევენ, შეიქმნას საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც დაკავდება პრევენციით, მონიტორინგითა და ტყვიის გავრცელების აღმოფხვრით. ასევე, მათი აზრით, საჭიროა დაიწყოს ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი კამპანია და მოსახლეობას გააცნონ ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობის რისკები.

ავტომობილები „საცობში - Sputnik საქართველო
საქართველოს ქალაქები, სადაც ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობა ყველაზე მაღალია

კვლევის ავტორები ასევე აუცილებლად მიიჩნევენ, სავალდებულო გახდეს სისხლში ტყვიისა და სხვა მძიმე ლითონების შემცველობაზე ანალიზის ჩატარება ხუთ წლამდე ბავშვებში და ორსულებში. არანაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სპეციალისტებს ექიმების გადამზადება.

კვლევის ავტორები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა გამოავლინონ პროდუქცია, რომელიც, შესაძლოა, ტყვიის მაღალ რაოდენობას შეიცავს, და შეიმუშაონ რეკომენდაციები იმპორტიორი ორგანიზაციებისთვის და ა.შ.

კვლევაში ჩართული იყვნენ ორგანიზაციები: „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის", „მწვანე ლაბორატორია", „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", „საქართველოს კვლევისა და განვითარების ცენტრი" და „ხარისხის ლაბორატორია". ინიციატივას მხარს უჭერს ფონდი „ორბელიანი საქართველო".

საიდან გაჩნდა სუნელებში ტყვია>>

ტყვიის თემა პირველად არ წამოიწია საქართველოში. ეკოტოქსიკოლოგებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 100%-ს, დიდი ალბათობით, ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობა აქვს.

აპარატურა ჰაერში ტყვიის შემცველობის გასაზომად - Sputnik საქართველო
ტყვია თბილისის ჰაერში - გამოქვეყნდა ახალი მონაცემები

საქართველოში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით დაიწყეს ორიდან შვიდ წლამდე ბავშვების გამოკვლევა სისხლში ტყვიის შემცველობაზე.

საქართველოში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება ბავშვების ტყვიით მოწამვლა. ტყვიას ისუნთქავენ, რადგან ის ჰაერშია უმცირესი ნაწილაკების სახით, რომელსაც გამოყოფს ავტომობილი გამონაბოლქვთან ერთად, ან ორთქლდება ტყვიის საფუძველზე დამზადებული საღებავიდან და ა.შ. თუ ტყვია ადამიანის ორგანიზმშია, მისი გამოვლენა შესაძლებელია სისხლსა და შარდში. ის ასევე გროვდება ძვლებში, თმასა და კბილებში.

ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმელების უკმარისობასა და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0