საქართველოში სოცმუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს

© Facebook / GASWსოცმუშაკები
სოცმუშაკები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალური მუშაკების განცხადებით, ისინი პროფესიული კავშირის დაფუძნებას გეგმავენ.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. სოციალური მუშაკები, რომლებიც 25 მარტიდან საპროტესტო აქციებს მართავდნენ, სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ.

მუშაობაზე უარი განაცხადა 244-დან 180-მა სოციალურმა მუშაკმა, რომლებიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. მოთხოვნებს შორის დასახელდა თანამშრომლების შტატის გაზრდა, მათი უზრუნველყოფა ტრანსპორტით, სოციალური მომსახურების ცენტრების ადაპტაცია შშმ პირთათვის, ოთახების მოწყობა კონფიდენციალური და ინდივიდუალური გასაუბრებისთვის. სულ სიაში 22 მოთხოვნა იყო.

სოციალური მუშაკების გაფიცვა თბილისში - Sputnik საქართველო
სოციალური მუშაკები პროტესტს აცხადებენ – ხელისუფლება გამოსავალს ეძებს

სერგეენკო გაფიცულ სოცმუშაკებს შეხვდა: შეხვედრის შედეგები>>>

„ვიმედოვნებთ, პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას ჯეროვნად შეასრულებს. ყველა ადამიანი, ვინც იცნობს სოციალური მუშაობისა და ბავშვზე ზრუნვის სპეციფიკას, იზიარებს, რომ სხვა სფეროს წარმომადგენლები სოციალური მუშაკის მოვალეობებს ვერ შეასრულებენ. გაფიცვის რეჟიმშიც ვაგრძელებდით სატელეფონო კონსულტაციებს და ვგრძნობდით პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე", – განაცხადა სოცმუშაკმა ზოია შეხოვცევამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

სოცმუშაკების განცხადებით, ისინი პროფესიული კავშირის დაფუძნებას გეგმავენ.

ადრე ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურ მუშაკებს შესთავაზა ოთხპუნქტიანი გეგმა მათი მოთხოვნების შესასრულებლად. თავდაპირველად გაფიცულები ამ გეგმას არ დათანხმდნენ, თუმცა მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრის შემდეგ მათ წარმოდგენილი წინადადებების განხილვაზე თანხმობა განაცხადეს.

მინისტრმა პირობა დადო, რომ სოცმუშაკების ხელფასი ცხრა თვის შემდეგ 1,2 ათას ლარამდე გაიზრდება. ამჟამად სოცმუშაკების ხელფასი თბილისში არის 666 ლარი, ხოლო რეგიონებში – დაახლოებით 620 ლარი. სერგეენკოს სიტყვებით, სოციალური მუშაკების რაოდენობა ყოველწლიურად გაიზრდება.

ბიჭი ტირის და დედას ეძახის - Sputnik საქართველო
საქართველოს სოცმუშაკებმა გაფიცვა დააანონსეს

მარტის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტრომ პირობა დადო, რომ წლის ბოლომდე სოცმუშაკების რაოდენობა 244-დან 294-მდე გაიზრდება. გარდა ამისა, თბილისში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონემენტები გადაეცემათ, ხოლო რაიონებში მათ ტრანსპორტით უზრუნველყოფენ.

გარდა ამისა, მინისტრმა უკვე დაამტკიცა ბრძანება „სოციალური მუშაობის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის შესახებ", რომლის თანახმად სოცმუშაკები ადმინისტრაციული საქმიანობისგან გათავისუფლდნენ. ამასთან ერთად იგეგმება 20 სპეციალიზებული სოციალური მუშაკის გადამზადება.

აპრილის ბოლომდე დასრულდება ყველა არსებული და აუცილებელი რესურსის აღწერა, ასევე გადაიხედება და მკაფიოდ გაიწერება სოციალური მუშაკების ფუნქციები.

 

ყველა ახალი ამბავი
0